[ვიდეო] კახა კალაძე: „საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება“
27-05-2020, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, 29 მაისიდან თბილისის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა მგზავრობის დროს სავალდებულო იქნება პირბადეების გამოყენება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

 

 

მისივე თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, მთელი რიგი სერვისები შეიზღუდა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა.

 

 

 

 

 

„ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მიერ გადაიდგა, იყო ძალიან  მნიშვნელოვანი ამ რთულ ვითარებაში. შედეგიც სახეზეა, ყველანი კარგად ვხედავთ რა მდგომარეობა იყო ბევრ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში და როგორ გაუმკლავდა ამ პანდემიას საქართველოს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ბრძოლა ბოლომდე არ მიგვიყვანია, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად დაიწყო მთელი რიგი მიმართულებების გახსნა, მაქსიმალურად ყურადღება უნდა შევინარჩუნოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც საჭიროა. დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იყო მსჯელობა და გადაწყდა, რომ 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები, მუშაობას დაიწყებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.  

 

 

მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება და ამის კონტროლს დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.  

 

 

„მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ იყო დაწესებული ეს შეზღუდვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანი, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. როგორც მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად შეუძლებელია და მოსახლეობამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ამას ზედამხედველობას გავუწევთ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს, რომ ეს მიმართულება გაკონტროლდეს. დღესვე შეხვდით ხელმძღვანელობას, რომ მოხდეს კონტროლი და ტრანსპორტში მგზავრი პირბადის გარეშე არ ავიდეს. ასევე, ავტობუსებში არ უნდა ჩაირთოს კონდიციონერი, ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში და მაქსიმალურად განიავდეს. მეტროს ამის აუცილებლობა არ აქვს. იქ ჰაერი ისედაც ნიავდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა, რომლის საუძველზეც, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება აკრძალული იყო. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი