გიორგი გახარია: „დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებარება კონტროლს“
27-05-2020, 13:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე.

 

 

„ზუსტად 102 წლის წინ საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს. შესაბამისად, დღეს პარლამენტის ფუნქცია ქვეყანაში, მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე პარლამენტის წინაშე. შეუძლებელი იყო არ მოვსულიყავით და არ გაგვეცა პასუხები კითხვებზე. დღეს ყველაზე აქტუალური, რაც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებს, ეს არის გლობალური პანდემია. მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე, არანაირი დახურული თემები ჩვენთვის არ არსებობს. დღეს საზოგადოებაში არის ყველაზე მძაფრი შეგრძნება, რა იქნება ხვალ, გლობალური პანდემიის დიდი გამოწვევა არის ის, რომ მსოფლიში არ არსებობს, არათუ რაიმე გაანალიზებული, დასაბუთებული მკურნალობის სტრატეგია, ვაქცინა ზუსტ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზები. დღეს არავინ იცის, ხვალ როგორი იქნება მსოფლიო როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით, ჩვენთვისაც ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენი ძირითადი ამოცანა, როდესაც კრიზისის პირისპირ მოგვიწია გაურკვევლობის მაღალ დონეში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გახდა აუცილებელი გადაგვედგა ნაბიჯები, რომელიც ამ კრიზისს ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა შესაძლებლობად. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ათეულებს არ აცდენია. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმ ეტაპზე სამუშაოდ როდესაც ვსაუბრობთ ეპიდემიიდანპანდემიიდან გამოსვლის ეტაპზე, მივიღეთ დღეს და ამის შემდეგი არგუმენტები არსებობდა. ჩვენ დღეს ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ქეისები ძირითადად ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან, ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, ცნობილი კლასტერები. შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებარება კონტროლს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი