ამირან გამყრელიძე: „რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში, ლუგარის ლაბორატორია ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, რადგან აშშ არის ჩვენი პირველი პარტნიორი“
27-05-2020, 13:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში, ლუგარის ლაბორატორია ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, რადგან აშშ არის ჩვენი პირველი პარტნიორი ყველა მიმართულებით, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე.

 

 

მისი თქმით, რუსი მაღალჩინოსნები საქართველოში ბევრჯერ მოიწვიეს, მათ შორის, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებიდან.

 

 

„რუსები ბევრჯერ არიან მოწვეულნი, ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრჯერ. პირადად მისაუბრია მათ ყოფილ ჯანდაცვის მინისტრთან, ქალბატონთან, მის მოადგილესთან,  ყოფილ მთავარ სანიტარულ ექიმთან, ონიშენკოსთან, რომელიც ბრალს გვდებს ხოლმე და რომელსაც კარგად ვიცნობ. მომიწვევია ისინი პირადად და მითქვამს, ჩამობრძანდით და ნახეთ. ოფიციალურად არიან მოწვეულნი ჟენევაში არსებულ სპეციალურ სამდივნოში, რომელიც სწავლობს ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებს და რომელმაც 2018 წლის ნოემბერში ჩაატარა სპეციალური შესწავლა. იყო დელეგაცია მათი ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიოდა 18 ქვეყნის 21 წარმომადგენელი, მათ მოიწვიეს რუსეთიც, რომელმაც უარი თქვა – არ მივიღებთ მონაწილეობას ამ შეფასებაშიო. ნამყოფი არიან ბევრჯერ რუსი ჟურნალისტები და გადაღებული აქვთ ყველაფერი. ნამყოფია მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიოლოგიური სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი.  სხვა პასუხი ჩვენ არ გვაქვს. ეს აქვთ პოლიტიკურ თემად არჩეული და როცა უნდათ, მაშინ გადმოაგდებენ ხოლმე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

რუსეთის საგარეო უწყების განცხადების იმ ნაწილის საპასუხოდ, სადაც წერია, რომ 2018 წელს ლაბორატორიის საფუძვლიანად შესწავლის საშუალება არ იყო, გამყრელიძე აცხადებს, რომ შესწავლის შედეგები გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე.

 

 

„საფუძვლიანად შესწავლილია იქ ყველაფერი, ეს გამჭირვალეა. ეს რაპორტი დევს თვითონ ჟენევის ბიოლოგიური უსაფრთხოების სამდივნოს ვებზე, დევს ჩვენს ვებზე, ყველა ენაზე. გამჭირვალეა ეს ყველაფერი. გარდა ამისა, შარშან ორი დიდი შეფასება გაკეთდა საქართველოს ე.წ მზადყოფნისა. ერთი გააკეთა ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და მეორე გააკეთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, სადაც ლუგარის გარდა ქვეყნის მთელი ლაბორატორიული სისტემები იქნა შესწავლილი და ასევე შესწავლილი იყო ჩვენი რეაგირების მექანიზმები, თუ რამდენად მზად ვართ ჩვენ. რუსებს არ სჯერათ და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

ამირან გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის თემა რუსეთს პოლიტიკურ კონტექსტში გადაჰყავს.

 

 

„რატომ არ ვაგზავნით სინჯებს გამოსაკვლევად ისევ სანკ-პეტერბურგში, რატომ არ ვაგზავნით მოსკოვში, რატომ არ ვაგზავნით სხვაგან. რადგან ეს ყველაფერი კეთდება ლუგარში და არ გვჭირდება დასადასტურებლად იქ გაგზავნა. ზუსტად ამაზეც ნერვიულობენ, განიცდიან ამ საკითხს და გადაჰყავთ შემდეგ პოლიტიკურ კონტექსტში. აღარ ღირს ამაზე კომენტარის გაკეთება, მეცინება კიდეც უკვე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი