თბილისში პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების შემოსავლის მიღების მიზნით გამოყენება დასჯადი გახდება
28-05-2020, 18:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ტერიტორიაზე, პარკირების ადგილზე, პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შემოსავლის მიღების მიზნით დასჯადი გახდება და დაჯარიმებას გამოიწვევს.

 

 

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომლის ინიციატორები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

 

 

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა – 100 ლარი იქნება.

 

 

ამასთან, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს ერთი საათის, აღნიშნული საქმიანობა შეწყვიტოს.

 

 

იმ შემთვევაში, თუ შესაბამისი სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იმავე ან დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სხვა პარკირების ადგილას მოხდება, ცვლილებებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით.

 

 

ინიციატორები განმარტავენ, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე ხშირია პარკირების სხვადასხვა წესის დარღვევა, მათ შორის, პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება შემოსავლის მიღების მიზნით და მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებისთვის დაჯარიმებას არ ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი