კახა კალაძე მუნიციპალური ავტობუსების შემოწმებისა და დეზინფექციის პროცესს გაეცნო
29-05-2020, 06:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე N2 ავტობაზაზე იმყოფებოდა, სადაცსაზოგადოებრივი ტრანსპორტისმოძრაობის აღდგენამდე, მუნიციპალური ავტობუსების საბოლოო შემოწმებისა და სპეციალური წესით დამუშავების პროცესს გაეცნო.

 

 

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ 29 მაისიდან მგზავრებს სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახუროს.

 

 

„ხვალ დილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობასმოემსახურება. როგორც ავტობუსები და მეტრო, ასევე, მიკროავტობუსები სრულ მზადყოფნაშია. ახლა მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, რაც ყოველდღიურ რეჟიმშიჩატარდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა აუცილებლად იქონიონ პირბადეები, რადგან მათ გარეშე გადაადგილებაშეუძლებელი იქნება. მინდა, საზოგადოებას მხარდაჭერა და თანადგომავთხოვო, რადგან ყველა ვხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაფრთხილება. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, როგორც ეს წინა პერიოდში გავაკეთეთ. ის, რომ დღეს საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაშიმსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს ყველა ის მოთხოვნამაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რომელზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

29 მაისიდან თბილისში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებს. მგზავრებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 550 ავტობუსი მოემსახურება.

 

 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, მაქსიმალურად იქნება დაცული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი