"შენ ერთ დღეში გვაჩვენე გამოსავალი" - ეკატერინე ზღულაძე გიგი უგულავას Facebook-ით წერილს უგზავნის
21-09-2015, 08:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას Facebook-ით წერილს უგზავნის. მისი შეფასებით, "საქართველოს მთავრობა რამდენიმე დღეში გაშიშვლდა და დაგვანახა “საბჭოურობის” და “პოსტ-საბჭოურობის” მთელი არსი". ზღულაძე წერს, რომ "თავისუფალი კაცის პრივილეგიაა, მოიქცეს ისე, რომ წარმოაჩინოს ნამდვილი სახე იმ თავისუფლებაშეზღუდული ადამიანებისა, რომლებიც მას აპატიმრებენ". ზღულაძის თქმით, გიგი უგულავამ ერთ დღეში აჩვენა გამოსავალი - ივანიშვილის წასვლის შემდეგ, "როგორ ვიქცევით როგორც ერი და როგორც ქვეყანა". უკრაინის შს მინისტრის მოადგილე მადლობას უხდის გიგი უგულავას იმისთვის, რომ გზა, რომელიც აირჩია და გაიარა თავისუფლების 24 საათის განმავლობაში, გაიარა კარგად. წერილს გთავაზობთ უცვლელად:


"გიგი, გამიხარდა შენი ნახვა, თუნდაც შორიდან. გამიხარდა, რომ კარგად ხარ. გამიხარდა, რომ თავისუფლების აღკვეთამ ვერ დაგატყვევა. გამიხარდა შენი სიმშვიდე, წონასწორობა, ბუნებრიობა, შინაგანი ძალა. გამიხარდა შენი პირადი, ძალიან სათუთი სიხარული და ტკივილი. ტკივილიც გამიხარდა, უფრო სწორად, ის, თუ როგორ ატარე ეს ტკივილი, ეს ხომ ხშირად განსაზღვრავს ადამიანს.


გილოცავ გიგი გამარჯვებას. გილოცავ, რომ არ გაბოროტდი. გილოცავ, რომ არ დაახურდავე სამშობლო წვრილ-წვრილ შურისძიებებზე. გილოცავ, რომ ეს მძიმე, მაგრამ ძვირფასი დრო არ გაგექცა. გიყურებდი, გისმენდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს დრო შენი პატიმარია და არა პირიქით.


ვამაყობ ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსით, რომელიც დგას მყარად, ძლიერია მარტოც და სხვის გვერდითაც. ეს მაიმედებს, რომ შემდეგი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ჩაანაცვლებს დღევანდელს, არ იქნება “პატარა” და “უმწეო” და დასრულდება ცუდი კავკასიური ვენდეტისა და ცუდი საბჭოთა პოპულიზმის სახელმწიფო მოღვაწეობად გასაღების ძალიან ცუდი ქართული ტრადიცია.


ბოლოს რომ გნახე, მშვიდი იყავი, მაგრამ ფიქრობდი და ეს ფიქრი არ იყო ნაფიქრი. ეხლა - იყო. მომინდა მეტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფიქრი არ გაგექცევა. მანამდე ყველამ უნდა ვიფიქროთ.


ჩვენ მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ორი რამე მომწონდა შენში: შეშინებული არ მინახიხარ, არასდროს. ბევრი მინახავს, დღეს პოლიტიკის სხვადასხვა კუთხეში მიყუჟულები, შენ - არ, და კიდევ ერთი, რაც სულ მახსოვს… შენც იცი, მეც ვიცი, რომ ყველაფერი ყოველთვის კარგად არ იყო; კარგად არ იყო დაგეგმილი ან ცუდად იყო განხორციელებული ან სულაც, თავიდანვე არ იყო სწორი. მაგრამ მე მახსოვხარ შენ, ხშირად ერთადერთი, რომელიც უმძიმეს შეხვედრებზე იცავდა სხვას, არასოდეს არ ეძებდა “დამნაშავეს” და არ ჩუმდებოდა, როცა თვლიდა, რომ მართალი იყო, განსაკუთრებით, თუ ეს მართალი იყო - სხვა.


ეს მნიშვნელოვანი თვისებებია, მაგრამ არასაკმარისი. ამ ჯერზე სხვა თვისებები მომხვდა თვალში - თავმდაბლობა სიმტკიცისას, პრინციპულობა თვითკმაყოფილების გარეშე, ობიექტურობა თვითგვემის გარეშე და მთავარი: წარსულის მომავლის აგურებად დაშლა. მომავალზე ფიქრი, თავისუფალი ფიქრი… მე არ ვარ ციხეში, მაგრამ თავისუფალი ფიქრი ყოველთვის არ გამომდის.


მესიამოვნა, რომ წარსულზე ნაფიქრი გაქვს. მეც ავწონე, უკრაინაში. სიჯიუტე და პატივმოყვარეობა იყო იმის დაჩემება, რომ რეფორმების ჩვენეული ხედვა იყო ერთადერთი და სწორი. გავიზარდეთ და ცხოვრებამ (შენ - შენმა, მე - ჩემმა) გვაჩვენა, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, რომ სინამდვილეში პრობლემების გადაჭრის მრავალნაირი გზა არსებობს. ყოველთვის მართალი არავინ არ არის. მაგრამ ის, რაც გვქონდა და არასოდეს არ უნდა დავკარგოთ, არის რეფორმების აბსოლუტური, დაუოკებული სურვილი და ნება. ზუსტად ეს არის, რაც ოლიგარქებს და მათ “სათამაშოებს” ყველგან და კონკრეტულად საქართველოშიც, არ და ვერ ექნებათ.


რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობა გაშიშვლდა და დაგვანახა “საბჭოურობის” და “პოსტ-საბჭოურობის” მთელი არსი. თვისუფალი კაცის (შენნაირის) პრივილეგიაა მოიქცეს ისე (როგორც შენ მოიქეცი), რომ წარმოაჩინოს ნამდვილი სახე იმ თავისუფლებაშეზღუდული ადამიანებისა, რომლებიც მას აპატიმრებენ. ამ დროს სისტემა თავმოჭრილი ქათამივით ფართხალებს, რათა გადამალოს გონიერი და ნათელი პიროვნებები. ასეთი მძაფრი განცდა მქონდა, საოცარი მოწიწება, სენცოვის სიტყვების და ვაჟკაცობის წინაშე მისი “მსაჯულების” მიმართ.


საქართველო რუსეთი არ არის (ჯერ!) და შენი მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც მისი. შენ მალე თავისუფალი იქნები, ივანიშვილი წავა. ჩვენი ერის გენშია თავისუფლების წყურვილი და გარდაუვალია, ის ჩაანაცვლებს ცუდ “ოცნებას”. მაგრამ! ჩემთვის მთავარი კითხვა ყოველთვის იყო: და რა ხდება მერე? როგორ ვიქცევით, როგორც ერი, ქვეყანა? მე მგონი, შენ ერთ დღეში გვაჩვენე გამოსავალი. როგორც შენ თქვი, ბევრი ჩვენგანი, რომელიც თანხმდება აწმყოსა და მომავალზე, ვერასოდეს შეთანხმდება წარსულზე. მოდი, ვისაუბროთ წარსულზე, მოდი, გამოვიტანოთ დასკვნები, მაგრამ მოდი, წარსული - შორეული თუ ახლო, ნურასოდეს შეუშლის ხელს საერთო მომავალს. კარგია, რომ ივანიშვილმა და “ამალამ” შეგვახსენა, რა არ უნდა მოხდეს. რევანში… ისტერიული მმართველობა, ერთი კაცის ზეობა კანონზე, “განტევების ვაცების” ძიება, ღარიბთა “კვება” სიძულვილით, ინტრიგებით, ქსენოფობიით დ შეუწყნარებლობით ნაცვლად პურისა და შესაძლებლობებისა. ეს ბნელი გზაა. ამ გზით მიგიყვანეს ციხეში და საქართველო კი - უამრავ პრობლემამდე. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა. არის უკეთესი გზები. მაგალითად გზა, რომელიც შენ აირჩიე და გაიარე ძალიან გრძელი 24 საათის განმავლობაში და გაიარე კარგად! მადლობა ამისთვის და იყავი ფრთხილად, რადგან შენმა განწყობამ შეაშინა ისინი და სუსტი კაცები განსაკუთრებით საფრთხილო არიან, როცა ეშიანიათ. ჩვენ ყველას ჩვენი საქმე გვაქვს. შენი საქმეა ეხლა კარგად ყოფნა და იმ ფიქრის ფიქრის გაგრძელება, რომელმაც გაგხადა ასეთი თავისუფალი. პატივისცემით, ეკა", - ნათქვამია წერილში.


tabula.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი