[ვიდეო] მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება
29-05-2020, 16:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების საკვები პროდუქტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება. 

 

 

დახმარების აქციაში დღეს კომპანიები - „ჯითისი ჯგუფი“,  „არსი“ და „ფერი“ ჩაერთნენ.  კამპანიას შეუერთდა „ვითიბი ბანკის“ მენეჯმენტიც, რომელმაც ბენეფიციარებისთვის 2 000 ამანათი მოამზადა. 

 

 

პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე,  მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.

 

 

 

 

„ჩვენი სოციალური პროექტის განხორციელება გრძელდება. დღეს რამდენიმე კომპანიამ მოგვაწოდა პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები, რომელიც იმ ოჯახებს დაურიგდებათ, რომელთაც ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად გაუჭირდათ. ესენია: სამშენებლო კომპანია „ფერი“, „არსი”, „ვითიბი“ და „ჯითისი ჯგუფი“. მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ თანადგომისთვის. გუშინ და დღეს უკვე 5 000 ოჯახისთვის მოგროვდა პროდუქტი და მათი დარიგება დღეიდან თბილისის ათივე რაიონში დაიწყება. მთლიანად, რაც პროექტი დავიწყეთ, 40 000 ოჯახში მივიტანეთ საკვები პროდუქტი, რაც ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა რიგით მოქალაქეებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და საკვებ პროდუქტებთან ერთად, მედიკამენტებსაც მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების და გამგეობის თანამშრომლების საშუალებით გადაეცემათ.

 

 

ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი