გიორგი გახარია: „სასწრაფო დახმარების სახით, იმისთვის, რომ ადამიანებისთვის, რომლებსაც მეხივით დაეცათ ეს კრიზისი, ჩვენ პირველ ეტაპზე, პირველი ერთი თვით, სასწრაფო დახმარების სახით მივიღეთ ის ღონისძიებები, რომლებიც ოჯახიდან გასავალს მაქსიმალურად შეამცირებდა“
29-05-2020, 19:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით მივიდა, კომუნალურებსა და სესხების გადავადებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობის პირველი ამოცანა იყო, ადამიანებს მაქსიმალურად დახმარებოდა.

 

 

„ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლდათ გაურკვევლობა და ეს გაურკვევლობა არ იყო მხოლოდ საქართველოში. ეს გაურკვევლობა იყო გლობალური. როგორც ეპიდემიოლოგიური, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ პირველ ეტაპზე, სასწრაფო დახმარების სახით, იმისთვის, რომ ადამიანებისთვის, რომლებსაც მეხივით დაეცათ ეს კრიზისი და მათ ხვალ, ზეგ, ერთ კვირაში, ორ კვირაში, ჰქონდათ გადასახდელი შუქის და გაზის ფული, ბანკში ჰქონდათ მისატანი საპროცენტო გადასახადი, შვილი ჰყავდათ სკოლაში მისაყვანი და ა.შ. ჩვენ პირველ ეტაპზე, პირველი ერთი თვით, სასწრაფო დახმარების სახით მივიღეთ ის ღონისძიებები, რომლებიც ოჯახიდან გასავალს მაქსიმალურად შეამცირებდა. ეს იყო ის, რაც ჩვენ შეგვეძლო. ჩვენ მაშინ არ მიგვიღია გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენი მიზნობრიობა, თუ ვის უნდა დავხმარებოდით, ეს არ იყო პირველი ამოცანა. პირველი ამოცანა იყო ის, რომ ადამიანებს მაქსიმალურად დავხმარებოდით. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივხმარებოდით კომუნალური გადასახადების სახით, ეს იყო პირველი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებამ მოიცვა მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა. შეიძლება იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ასეთი დახმარება არ სჭირდებოდათ, მაგრამ იმ მომენტში, იმიტომ, რომ საკითხი იყო ცხელი და სწრაფად უნდა მივხმარებოდით, არ იყო იმის დრო, გაგვერჩია, ვის უფრო ეკუთვნოდა და ვის ნაკლებად, ამიტომ გავაკეთეთ ეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, შემდეგი ეტაპი იყო მოქალაქეებისთვის სესხის პროცენტის სამი თვით გადავადება.

 

 

„შემდგომ ჩვენ დავსხედით ბანკებთან, დაველაპარაკეთ და ვუთხარით, რომ მოქალაქეს, რომელსაც შეიძლება შემოსავალი შეუმცირდა ან გაუქრა, ნება იბოძეთ და სამი თვით საპროცენტო განაკვეთი გადავუვადეთ. ფიზიკურ პირებზე სამთვიანი საპროცენტო გადასახდელის გადავადებით ისარგებლა 600 000-მა ჩვენმა მოქალაქემ", - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი