ამირან გამყრელიძე: „კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ ირგვლივ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით“
30-05-2020, 17:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით გლობალური სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება, 6 მილიონს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ და დაახლოებით 6,1 პროცენტია სიკვდილიანობა, – განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

 

 

მისივე თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება.

 

 

„რაც შეეხება რეგიონს, ჩვენს ირგვლივ მყოფ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ პირდაპირი საზღვარი გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ რუსეთი უკვე მესამე ადგილზეა გავრცელებით, ასევე მზარდია მაჩვენებელი სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, თუმცა თურქეთში უკვე შეინიშნება ზრდის ტემპის შენელება და შეიძლება, ვთქვათ უკუსვლა ინფექციის. თუმცა აბსოლუტურ რაოდენობაში მატება არის, მაგრამ ნაკლები, ვიდრე იყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მისი თქმით, ზრდა არის უკრაინაშიც, ბელორუსში და მთელ რიგ ქვეყნებში, ვისთანაც საქართველოს ტრადიციული კავშირები აქვს.

 

 

„ამიტომ უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით. ის, რომ მეზობლებთან მიმართებაში და საზღვარი კარგად არის დაცული საქართველოში, ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომ ბოლო დღეებში, გუშინ და გუშინწინ ახალ შემთხვევათა დიდი ნაწილი გამოვლინდა საკარანტინო სივრცეებიდან და უმრავლესობა ეს ადამიანები იყვნენ შემოსული მეზობელი ქვეყნებიდან. ლაბორატორიულად დადასტურებული დღეს დილისთვის გვაქვს 757 შემთხვევა. 24 საათის განმავლობაში, დილის 9 საათისთვის დაემატა 11 ახალი შემთხვევა, აქედან ორი არის ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ცხელი წერტილია და ცხრა გახლავთ გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. ამ კონტაქტებიდან, გარდა გუშინწინ დადგენილი ორისა, ანუ პირველწყაროსა, მათ ცხრა კონტაქტს დაუდგინა კოვიდინფექცია და კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. კოვიდინფიცირებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში და კონტაქტების გადაყვანა ხდება საკარანტინო სივრცეებში თბილისში, ეს ძალიან კარგია, რადგან თითქმის 80 პროცენტი, 79 პროცენტი გვაქვს გამოჯანმრთელების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი