ლევან დავითაშვილი: „ჩვენი გარემო არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდება“
01-06-2020, 13:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.

 


ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე გაამახვილა.

 

 

„გარემოსდაცვითი საკითხები ჩვენი ხელისუფლებისათვის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. გარდა ამისა, მთავრობამ სულ ახლახანს დაამტკიცა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ნორმატივები, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და  ცირკულარული ეკონომიკის - მწვანე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებს ქმნის. ჩვენ, პარლამენტთან ერთად, მიმდინარე წელს, ინიციატივებსა და საკანონმდებლო აქტებზე აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ, რაშიც ჩვენი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გარემოსდაცვით უმნიშვნელოვანეს მიმართულებებში სამინისტროს, პარლამენტის, დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია ის უმნიშვნელოვანესი კანონები, რომლებიც იქნა მიღებული და რეფორმები, რომელიც განხორციელდა. 

 

 

„ტყის კოდექსი არის ტყის მოვლის სავალდებულო წესების დადგენა და ამით ყველაფერი ნათქვამია. უმნიშვნელოვანესია ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც კანონპროექტების აღსრულებისთვის ჩვენი დონორი ორგანიზაციები გაგვიწევენ”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვა ევროპული პრინციპების შესაბამისად განხორციელდება. 

 

 

მინისტრი ასევე შეეხო ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის, დაცული ტერიტორიების გაფართოება-დაარსების საკითხებს და სხვა არაერთ გარემოსდაცვით საკანონმდებლო რეფორმასა და ინიციატივას, რაზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი