სოფო კილაძე: „ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის ნომერი 111, 1 ივნისიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა“
01-06-2020, 15:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენს ძვირფას ბავშვებს მინდა მივულოცო ბავშვთა დაცვის დღე და ვუსურვო ლაღი, ბედნიერი ბავშვობა, ძალიან ბევრი წარმატება მათ, მათ ოჯახებს,“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე.

 

 

სოფო კილაძემ იმ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელთან დაკავშირებით გასული 2 თვის მანძილზე „ქართული ოცნების“ გუნდმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა იმუშავა.

მისი ინფორმაციით, ინიციატივა მომზადდა სწორედ ბავშვის უფლებათა კოდექსისა და Covid19-თან ბრძოლის ფარგლებში.

 

 

„მინდა, წარმოგიდგინოთ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი ნომრით - 111. ყველამ ვიცით, რომ ბავშვიანი ოჯახები მრავალი მიმართულებით არიან მოწყვლადი, ამიტომ „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა კოორდინაციის კარგი მექანიზმი სახელმწიფო სერვისებსა და ბავშვიან ოჯახებს შორის“, -აღნიშნა სოფო კილაძემ.

 

 

მისი ინფორმაციით, ცხელი ხაზი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს და მასში თავმოყრილია ყველა ის სერვისი, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს - სოციალური, განათლების, ჯანდაცვის, ძალადობის წინააღმდეგ და ა. შ. 

 

 

მისი თქმით, კომიტეტი ზედამხედველობას უწევს, რომ ამ სახელმწიფო სერვისების თითოეული სიკეთე კონკრეტულ ბავშვამდე და ოჯახამდე მივიდეს.

 

 

სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 1 მაისიდან მოქმედებს სატესტო რეჟიმში, დღეიდან ის სრული დატვირთვით ამოქმედდება.

 

 

„ჩვენ დავაჯამეთ ცხელი ხაზის სატესტო რეჟიმის შედეგები: ეს არის 471 დახმარების თხოვნა, აქედან 229 ოჯახს უკვე გაეწია დახმარება, 242 შემთხვევა არის მიმდინარე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებსაც დავეხმაროთ“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

სოფო კილაძემ ასევე დააანონსა სიახლე, რომელიც აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულიების პრობლემის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

 

„აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე, ასევე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შეეძლებათ ცხელი ხაზის 111-ის დახმარებით უფასო დახმარება მიიღონ ფსიქოლოგთან. კონსულტაცია შეიძლება მიიღონ ამ ბავშვების მშობლებმა და ახლობლებმაც. ყველამ ვიცით, რამდენი ოჯახის პრობლემაა აზარტული თამაშები და ნარკოტიკების მოხმარება. დარწმუნებული ვარ , რომ ამ სერვისით ბევრ ოჯახს დავეხმარებით. ჩვენ Unicef-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვამზადებთ ამ პროექტს და ამოქმედების შესახებ უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

მან მადლობა გადაუხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს, ღასან ხალილს და მთელ მის გუნდს, რომელმაც ბავშვის დახმარების ცენტრი მთლიანად დააფინანსა, მადლობა გადაუხადა ასევე ჯანდაცვის სამინისტროს გუნდსა და ადამინის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტს და მის აპარატს, რომლებმაც მისივე ინფორმაციით, ააწყვეს და უზრუნველყვეს ცხელი ხაზის გამართული მუშაობა.

 

 

დღესვე, ბრიფინგზე ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა, ღასან ხალილმა.

 

 

„დიდი პატივია ჩემთვის ვიმყოფებოდე საქართველოს პარლამენტში და თქვენთან ერთად აღვნიშნავდე ბავშვთა უფლებების დაცვის ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ განსაკუთრებულად ვფიქრობთ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე, რომლებზეც იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ. ზოგ ოჯახს სჭირდება ინტერნეტი ბავშვის სწავლისთვის, მაგრამ არ აქვთ. ყველა ჩვენგანს აქვს სპეციალური საჭირობებები, მაგრამ ყველას არ აქვს ამის საშუალება“, - აღნიშნა ღასან ხალილმა, მისი თქმით, ასეთი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა პარლამენტისგან, მთავრობისგან, Unicef-იგან.

 

 

მისივე განცხადებით, პარლამენტმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი