ეკატერინე ტიკარაძე ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“ ესტუმრა
01-06-2020, 17:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“, ასევე დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრა. ეკატერინე ტიკარაძემ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სამინისტრო განაგრძობს მათთვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფაზე ზრუნვას.

 

 

„აქ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები. მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ადგილი გვენახა და ამ ბავშვების მდგომარეობას გავცნობოდით. ჩვენ მივულოცეთ მათ ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე და ნამდვილად ვართ კმაყოფილები იმ  პირობებით რომელიც აქ დაგვხვდა. ბავშვთა სოფლის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს ნამდვილად საუკეთესო პირობებს აქ მცხოვრები ბავშვებისთვის. სახელმწიფოსთვის რა თქმა უნდა პრიორიტეტად რჩება ბავშვთა სიღარიბის დაძლევა და მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება. ჩვენ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იმისათვის,  რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს ბავშვებისთვის ყველა საჭირო ის პირობა, რომელიც მათ ნორმალურ განვითარებას ესაჭიროება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

„ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებისათვის სერვისის მიწოდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი