თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს ღამის 12 საათამდე მიიღებენ
01-06-2020, 18:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

1-ლი ივნისიდან იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები მომხმარებლებს 09:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურებიან.  მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, იუსტიციის სახლის ყველა პროდუქტი, მათ შორის, სერვისები  დაჩქარებული წესით, მათთვის მოსახერხებელ დროს მიიღონ.   
 


იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები მომხმარებელს 09:00-დან 00:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ეფექტურად განკარგონ საკუთარი დრო, სასურველ დროს დაჯავშნონ ვიზიტი და მიიღონ სერვისი საღამოს გვიან საათებშიც კი. სიახლე განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სამუშაო დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ იუსტიციის სახლში ვიზიტს.
 


იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებში  მომხმარებლები შეძლებენ განაცხადების წარდგენას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს,  აღსრულების ეროვნული ბიუროს და  სხვა უწყებების   სერვისების მიმართულებით.  
 


დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და  დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს  პორტალზე (my.gov.ge) დაჯავშნის; იმავე დღეს ვიზიტის დაგეგმვისას კი, მომხმარებლებმა ჯავშანი 22:00 საათამდე უნდა გააკეთონ.
 


ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ხუთენოვანი ელექტრონული სისტემა მოქმედებს. მნიშვნელოვანი სიახლეა მომხმარებლისთვის: დაინტერესებული პირი დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ,  ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.
 


სერვისის მისაღებად მომხმარებელმა პორტალზე (my.gov.ge) კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი და დრო, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროს შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად იუსტიციის სახლის ფილიალში მისვლა.
 


მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ


 
-    ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება  მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge,  სადაც თვალსაჩინო ადგილზე არის განთავსებული ჯავშნის კალენდარი;
 


- დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე  მიიღებს  მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი  და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;
 


-   წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;
 


-   ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება.
 


აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების კომფორტსა და საჭიროებებზე ზრუნვა პირველი რიგის პრიორიტეტია და იუსტიციის სახლი სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობას მომავალშიც განაგრძობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი