თბილისში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩის ჩიხებსა და გასასვლელში გზის საფარი ეწყობა
01-06-2020, 20:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის (ყოფილი ხიზაბავრის) მიმდებარე ჩიხები და გასასვლელი წესრიგდება. ჯამში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 8 000 კვ. მეტრამდე ფართობზე მოეწყობა, რისთვისაც 600 000 ლარამდე დაიხარჯება.

 


აღნიშნულ დასახლებაში გზის საფარი საერთოდ არ არსებობდა. გასულ წელს თეიმურაზ ბოჭორიშვილისა და ხარაძის ქუჩებზე 15 920 კვ.მეტრ ფართობზე ცენტრალური გზა მოწესრიგდა, რომელზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 562 331 ლარი დაიხარჯა. წელს კი, ჩიხებსა და გასასვლელებში გამგეობამ ჯერ სანიაღვრე ქსელი მოაწყო და შემდეგ გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.

 


თეიმურაზ ბოჭორიშვილის (ხიზაბავრის ) გასასვლელში ასფალტის დაგების სამუშაოები უკვე დასრულდა, I და II ჩიხში კი ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იბერი“ ახორციელებს.

 

 

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი