[ვიდეო] კახა კალაძე: მოქალაქეები თბილისის სერვისცენტრებში დროულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებენ
03-06-2020, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოქალაქეები თბილისის სერვისცენტრებში დროულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

მისი თქმით, მოქალაქეთა მომსახურების 11-ვე სერვისცენტრმა, რომელიც მსოფლიო პანდემიის პირობებში დაიხურა, პირველი ივნისიდან მუშაობა განაახლა. 

 

 

„მსოფლიო პანდემიის გამო, ჩვენ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება მოგვიწია. თანამშრომლები, რომლებიც რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, დღემდე მუშაობის დისტანციურ რეჟიმში არიან. ასევე, მოგვიწია სერვისცენტრების დახურვა, როგორც მერიაში, ისე 10-ვე რაიონულ გამგეობაში, რის გამოც, სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, დროულად მოხდეს წერილების ჩაბარება, რომ მოქალაქეებს რიგში დგომა არ მოუწიოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

თბილისის მერის თქმით, მომსახურების მიღების დროს სავალდებულოა პირბადეების გამოყენება და გარკვეული დისტანციის დაცვა, რათა მოქალაქეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.

 

 

„აუცილებლად გასათვალისწინებელია სოციალური დისტანცია და პირბადეების მოხმარება. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი უწყებების მხრიდან დაწესდა.  ბრძოლა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ არ დასრულებულა, ის ჯერ კიდევ ჩვენთანაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი