[ვიდეო] ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადი და შადრევნები პირვანდელი სახით აღდგება
03-06-2020, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიატაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, შპს LMC-სთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

 

 

მისი თქმით, აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დამუშავდება კასკადისა და შადრევნების, როგორც არქიტექტურული, ისე საინჟინრო პროექტები. 

 

 

„პროექტის ფარგლებში, კასკადისა და შადრევნების წყლით უზრუნველყოფის სხვადასხვა ალტერნატივა იქნება განხილული. ასევე, საუბარია მდინარე ვერეს ხეობიდან წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით, რათა კასკადმა უკეთესად შეძლოს ფუნქციონირება. ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, თუმცა მიმდინარეობს შესწავლა და ამ კვლევაზე ცოტა მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას. ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კასკადი. საკმაოდ რთული კონსტრუქციაა, რომელიც სამწუხაროდ, მოუვლელობის გამო, წლებია გამორთულია და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პროექტის შედეგად, ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადი და შადრევნები ჩვენს დედაქალაქს პირვანდელი სახით დაუბრუნდება. რეაბილიტაციის პროექტი ზაფხულის ბოლოსთვის იქნება მზად. ვაკის პარკს და ამ კონკრეტულ კასკადს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შესაბამისად, თითოეულ დეტალზე მუშაობა ძალიან მნიშნელოვანია. დარწმუნებული ვარ, პროექტი, რომელიც განხორციელდება, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, რომლითაც ყველა ვიამაყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, უკვე ჩაბარებულია ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ - CBA Studios მოამზადა. 

 

 

მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია შედგა, ჩატარდა საჯარო შეხვედრაც, რომელზეც პროექტის ავტორებმა პარკის ფუნქციურ ზონირებასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს. 

 

 

„ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემდეგ, დედაქალაქში ულამაზესი სივრცე იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, გავაცანით პროექტი, იყო მსჯელობა, შენიშვნები, რომელიც გავითვალისწინეთ. ახლა დაწყებული გვაქვს სამუშაოები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ მივიღოთ დაფინანსება და რაც შეიძლება მალე დავიწყოთ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები.  ორივე ერთად, კასკადისა და პარკის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მსხვილი პროექტია და ქალაქში მნიშვნელოვანი სივრცე გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის განმარტებით, ასევე, უახლოეს დღეებში იგეგმება რეაბილიტირებული „მზიურისა“ და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის გახსნა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი