[ვიდეო] დედაქალაქის მერი გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
03-06-2020, 16:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი ეწყობა. 

 

 

მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

 

 

კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაწყებული სკვერის მოწყობის სამუშაოები, გეგმის თანახმად,  ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს. 

 

 

„აღნიშნულ ტერიტორიაზე გლდანის რაიონის გამგეობას დაწყებული აქვს სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომელიც  ერთ ჰექტარამდე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აქ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა და მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ მომხდარიყო ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ აქ მართლაც ძალიან მოწესრიგებული და მიმზიდველი სივრცე იქნება. ეს არის ტერასული ტიპის სივრცე, რომელიც საბოლოოდ ძალიან ეფექტური გამოვა. აქ ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი ადგილი, სადაც მათ  ექნებათ  დასვენების შესაძლებლობა. ბავშვებისთვის  იქნება სპეციალური გასართობი ზონა, შადრევანი, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, იქნება ხელოვნური ტბა“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

 

 



აღნიშნულ მისამართზე, რეაბილიტაცია უტარდება, დაახლოებით, 8 000 კვადრატული მეტრი ფართობს,  სადაც მრავალფუნქციური სკვერი მოეწყობა. 

 

 

პროექტის თანახმად, სკვერის ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის და სკეიდბორდის მოედანი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, შადრევანი. სკვერი გამწვანდება - დაირგვება ხეები და დაითესება ბალახი. სკვერი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. 

 

 

აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 160 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს „არბა“ ახორციელებს. 

 

 

ადგილზე  იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი