ირანში კორონავირუსმა ბოლო დღეებში ისევ მძლავრად იფეთქა - პრეზიდენტმა რუჰანიმ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ თუკი „მეორე ტალღის“ საშიშროება დადგება, შესაძლოა მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს
04-06-2020, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ირანში უკვე მეორე დღეა რაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოვლინდა და ახალი შემთხვევების რაოდენობამ ბოლო 24 საათში 3 000-ს გადააჭარბა. როგორც BBC ოფიციოზზე დაყრდნობით იუწყება, ბოლო დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტირებისას 3 134 პოზიტიური შედეგია ნაჩვენები და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 160 000-ზ მეტს შეადგენს. უკანასკნელ 24 საათში ირანში ვირუსით 70 პაციენტი დაიღუპა და ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში 8 0120ს შეადგინა.

 


ირანმა გარკვეული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო, მაგრამ პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ თუკი ხელისუფლების მოწოდებები სერიოზულად არ იქნება მიღებული და ქვეყანაში ვირუსის გავრცელების „მეორე ტალღის“ საშიშროება დადგება, შესაძლოა მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს.

 


ირანი ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ თავდაპირველად პირველი ცხელი წერტილი იყო ჩინეთის შემდეგ, ვიდრე პანდემია ევროპასა და მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებში იფეთქებდა. მაისის პირველ ნახევარში, ინფიცირებულების რაოდენობამ იკლო და ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე გაჩერდა, მაგრამ ივნისში ისევ იმატა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იგი შეშფოთებულია იმით, რომ „ადამიანები ამ დაავადების მიმართ სრულიად დაუდევრები გახდნენ“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი