საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა, შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 801-ს შეადგენს. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.
ამავე ვებ-გვერდის ცნობით, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 644 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში რჩება 2,424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304 პირი.
საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანია გარდაცვლილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.