თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების ფასადები განათდა - ღონისძიებას კახა კალაძე უნივერსიტეტის რექტორთან ერთად დაესწრო
04-06-2020, 23:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსების ფასადები განათდა.

 


ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძესთან ერთად დაესწრო.

 


„როგორც იცით, ჩვენ დაწყებული გვაქვს ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ვიმყოფებით, სადაც უნივერსიტეტმა ფასადის განათების სამუშაოები ჩაატარა. მთლიანად მეორე კორპუსის რეაბილიტაცია, როგორც შიგნიდან, ისე გარედან, დაწყებულია და ეს ფასადის განათებაც გამზირს ძალიან მოუხდა. როდესაც სამუშაოები დასრულდება, ძალიან დაამშვენებს. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობისა და ამ კარგი პროექტის განხორციელებისთვის. გამზირის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იქნება. ჩვენი მიდგომაა, რომ ზუსტად ასეთი ქუჩები იყოს დედაქალაქში. მნიშვნელოვანია ყველა ის სამუშაო, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა. ბევრი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ გამზირზე და როდესაც დასრულებულ სახეს მიიღებს, საზოგადოება ნახავს, რამდენად ლამაზი გამოვიდა ის", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 


შესაბამისი განათების სისტემა უნივერსიტეტის ძალისხმევით დამონტაჟდა. თსუ-ს მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოებისა და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ეტაპზე, ფასადების განათების გარდა, უნივერსიტეტის ეზოში არსებული დაზიანებული ნარგავები განახლდება. გამწვანების სამუშაოები უახლოეს მომავალში, დედაქალაქის მერიასთან ერთად იგეგმება.

 


დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე, შენობის გამაგრების სამუშაოები ჩატარდა. ასევე, შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი პირველის მსგავსად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა. შიდასარემონტო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება, 2021 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 21,3 მლნ ლარია.

 


რაც შეეხება თსუ-ს I კორპუსის სარემონტო სამუშაოებს, 2008-2011 წლებში ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური და კვლევითი დანიშნულების 27 შენობაშია განთავსებული. თსუ-ს მეორე კორპუსი 1940 წელს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობის არქიტექტურისა და სტილის გათვალისწინებით აშენდა.

 


განათების სამუშაოები თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ დაათვალიერეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი