„ლოთობისგან მომკვდარა დათა ხიზაბარელი, მაგრამ ხალხმა ასეთი სიკვდილი არ აკადრა თავის გმირს და ხმა დააგდო, რომ სახლი დაენგრა და იქ მოკვდაო, მეც, აი უკვე საუკუნე ნახევრის შემდეგაც მჯერა, რომ ნანგრევებში დაიღუპა სახელოვანი ფალავანი“ - ედიშერ ოდიშარია
05-06-2020, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ბევრი გამოჩენილი მოჭიდავე ყოფილა, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნეში კასპელი დათა ხიზაბარელივით (ხიზანბარელი) სახელი არავის გაუთქვმს, ის თითქმის სახალხო გმირად იქცა. ხელობით მეტივე, ჯმუხი, მოკლე ხელ-მკლავიანი, ცოტა მოხრილი და დათვურად ნაკვეთა, დიდი ძალის პატრონი. მუდამ მზად იყო შებმოდა გამოწვევას. ერთი ან ორი მეტივე ამხანაგი მუდმივად თან დაჰყავდა დამქაშად.

 

 

ჭიდაობაში ფულს არ იღებდა „დღეობებში რითაც შეგიძლია უნდა შეიქციო ხალხიო“ - ამბობდა, მაგრამ დიდკაცების საჩუქრებს არ უარობდა. ძალიან სათნო და სულგრძელი მოჭიდავე იყო. სანამ ერთ ხელადა ღვინოს არ გადაჰკრავდა საჭიდაოდ არ გავიდოდა. სახელგანთქმულ და თავგასულ მოჭიდავეს არ ზოგავდა. მდგომში კისრული იცოდა და რაღა წამოიკიდებდა იტყოდა: „ახლა თუ გინდათ ხარ-კამეჩიც მოუბით, ვეღარ შეიმაგრებთ, გადავიტანო!“ მართლაც და ბევრჯერ დაბღაუჯებიან მეტოქის ქომაგები, რომ შეემაგრებინათ და ვეღარ გადაეტანა, მაგრამ ვერა გაუწყვიათ რა. ზოგჯერ თვით ქომაგნიც კისრულზე გადადიოდნენ თავიანთ ფალავანთან ერთად. ახალგაზრდა მოჭიდავეს კი დიდხანს ათამაშებდა, თითქოს უნდოდა რომ ჭიდაობის ხერხებში ევარჯიშნა.

 

 

ერთხელ ერთი თათარი ჩამოვიდა, საოცრება. მარილის ქვებს ბურთივით ათამაშებდა. დიდკაცობას შეუთვალა ან ვინმე დამაჭიდეთ ან საჩუქრებით გამისტუმრეთ სამშობლოშიო. თავადებმა ხიზამბარელი მოუყვანეს. თათარმა შეხედა და გაიცინა „ილოცე გურჯოო!“ ხიზაბარელს გული მოუვიდა ეძგერა ზურგზე მოიგდო და რუმბივით გადააგორა! „ეს როგორ იქნებაო? განა ეს ჭიდაობაა, მე მხოლოდ მივესალმეო“. დააჭიდეს მეორედ და დასცა ხიზაბარელმა გოლიათი თათარი (გახსოვთ ალბათ, ეს ეპიზოდი კინოფილმ „ბაშიაჩუკშია“ გამოყენებული) ამ პაექრობაში გამარჯვებისთვის საჩუქრად რაც მიიღო ხიზაბარელმა, შუაზე გაუყო თათარ მოჭიდავეს.

 

 

ერთხელაც ერევნელი დაეჭიდა. გავიდა თუ არა საჭიდაოდ, სომეხმა, რომ დაერეტიანებინა მოწინააღმდეგე, მუშტი გაარტყა ხიზაბარელს და სარმაც მყისვე გამოჰკრა. ხიზაბარელი ტყუილადაც არ შერხეულა, „ბიჭო, კრივში ხომ არ შევბმულვართ, რომ იცემებიო!“ ერთი შესძახა და მოიგდო ზურგზე, მოიგდო და წაიღო მხარზე გადებული თან ეუბნება: „ახლა კი უნდა გაგსრისო ამ ქვებზეო“, მაგრამ სურგრძელად განზე დააგდო მეტოქე და გასძახა თავის მეტივე მეგობარს: „კოკით თავზე წყალი დაასხიო და მოაბრუნეო.“ ამგვარი ბევრი გადახდა ხიზაბარლს და ამიტომაც გაითქვა სახელი.

 

 

ერთხელ გლდანელს (კულას ბიძას) შერკინებია, ჩაჩოქილა ხიზაბარელი, მერე დასტაკებია და ზურგზე მოეგდო გლდანელი. მტერს, რაც გლდანელს დაადგებოდა, რომ არა მომხრეების გამოჩენა. გედეონისშვილები მოცვივდნენ და ხელიდან რომ ვერ წაგლიჯეს, კეტებით სასტიკად უცემიათ. თან ხმებიც დაყარეს, თითქოს გლდანელმა იმარჯვაო. „გალახვამ თქვენი ჭირი წაიღოს, იმას არ ვჩივი, მაგრამ სახელის გატეხვა უსამართლოდ მიმძიმსო. გლდანელი დამაჭიდეთ რომ დავანახო ქვეყანას, რა ფალავანიც არისო“ - შეჩივლა ხიზაბარელმა გრიგოლ ორბელიანს. მთაწმინდაზე გამართეს ჭიდაობა, გრ. ორბელიანიც ესწრებოდა. გლდანელს არა გაუვიდა რა და ხიზაბარელის წინაშე მოიდრიკა ქედი.

 

 

ლოთობისგან მომკვდარა დათა ხიზაბარელი, მაგრამ ხალხმა ასეთი სიკვდილი არ აკადრა თავის გმირს და ხმა დააგდო, რომ სახლი დაენგრა და იქ მოკვდაო. მეც, აი უკვე საუკუნე ნახევრის შემდეგაც მჯერა, რომ ნანგრევებში დაიღუპა სახელოვანი ფალავანი. გარდაიცვალა 1874 წელს, 25 წლის ასაკში. მას მერე დიდი ფალავნები 10-15 წელი არავინ გამოჩენილა, ნესტორ ესებუასა და კულა გლდანელამდე. 

 

 

P.S. 2019 წელს იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

 

 

ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 1
#1   lali Tabatadze
      
ხიზაბარელი გამიგია, მაგრამ ეს ამბავი კი არ ვიცოდი, გარდა ბაში-აჩუკუდან სცენისა. თუმცა თუ მის თავგადასავალს აღწერდა არც ეს ვიცოდი. მოკლედ, ძალიან საინტერესო ისტორიაა ქართული ჭიდაობის მივიწყებული ისტორიიდან.
მეტად კარგ საქმეს ემსახურებით ბატონო ედიშერ! უღრმესი მადლობა!
26 ივლისი 2020 13:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი