პრემიერმა ქუთაისის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა - მაგისტრალის 19კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან გახდება შესაძლებელი
05-06-2020, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის სამუშაოები გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს, - მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის მშენებლობა კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ირაკლი ქარსელაძესთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

 

 

გზის ერთ, 19კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან გახდება შესაძლებელი, ხოლო მეორე 56კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა 2020 წლის ბოლოს აღდგება.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისის შემოვლითი, 2-მიმართულებიანი, ცალმხრივი გზა მნიშვნელოვნად აამაღლებს მოძრაობის უსაფრთხოების დონეს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამასთანავე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ძირითად სამუშაოებს ქართული კომპანია "ბლექ სი გრუპი" ატარებს, რამდენადაც ის პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ჩქაროსნული გზის მშენებლობას ახორციელებს დამოუკიდებლად და არა როგორც ქვეკონტრაქტორი.

 


პროექტის ფარგლებში, ქუთაისის შემოვლით გზაზე ახალი 41.3 კმ-იანი 2-ზოლიანი მონაკვეთი და 12 ხიდი შენდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობა, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა, მონტაჟდება საგზაო ნიშნები და გარე განათება. უკვე შესრულებულია სამუშაოების 63%, რაც 116.5 მილიონ ლარს შეადგენს, მშენებლობის ფარგლებში ეკონომია კი 14 მილიონი ლარია. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია და ის სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი