პრემიერ მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება
05-06-2020, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება, შესაბამისად, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება, - საქართველოს მთავრობის მეთაური, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც ახალი ტერმინალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

 

გიორგი გახარია პროექტის მეორე ფაზით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და დეტალური ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელისგან მიიღო.

 


პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა გამართული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, მსხვილი და მასშტაბური პროექტების განხორცილებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად, მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოებიც მიმდინარეობს. გარდა ამისა, პოლონური კომპანია Dimark group აეროპორტში თანამედროვე სისტემებს ამონტაჟებს, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

 


პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების მიზანია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა და განვითარება, რაც საბოლოო ჯამში თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი