თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება
06-06-2020, 06:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითიეტაპის წარმოების გამო,6-დან 20 ივნისამდე, ავალიშვილის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საზოგადოება გადაადგილებას შეძლებს შემდეგი მარშრუტით:

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ავალიშვილის ქუჩიდან გადაადგილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით შეეძლებათ; თავისუფალი იქნებაკეკელიძის, ნაფარეულის, მირცხულავასა დათაქთაქიშვილის ქუჩები, საიდანაც მოსახლეობა ჭავჭავაძის გამზირიდან ფალიაშვილი-აბაშიძის ქუჩებზე მოხვედრას შეძლებს.

 

ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობა ნებადართული იქნება ერისთავის, ბაზალეთისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით; ბაზალეთის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა დასაშვები იქნებავაკის პარკის ან ვარაზისხევის მიმართულებით; რამიშვილის ქუჩაზე ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებიდან მოხვედრა არაყიშვილისქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი, საიდანაც მძღოლები მოძრაობას ჭაბუა ამერეჯიბის გზატკეცილზეგააგრძელებენ.

 

ამასთანავე, მრგვალი ბაღის ტერიტორიიდან ერისთავის ქუჩის გავლით,ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრადა მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა იქნება შესაძლებელი; გადაადგილებაასევე,თავისუფალი იქნება აბაშიძის ქუჩიდან ბარნოვის ქუჩის მიმართულებით; თამარაშვილის ქუჩიდან წერეთლის ქუჩის გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა და ბაგების მიმართულებით გადაადგილება თავისუფალი იქნება; ანალოგიური მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმართულებით მოძრაობისას. ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობა გადაადგილებისას თამარაშვილის ქუჩით ისარგებლებს; 

 

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემას, 6-დან 20 ივნისის ჩათვლით,ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი სქემით:

 

N9, N59 ავტობუსებიჭავჭავაძის გამზირიდან ბაგების მიმართულებით მოძრაობას ავალიშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას ჭავჭავაძის გამზირს თამარაშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან; N34, N61 მარშრუტები ბაგების მიმართულებით მოძრაობასსაბურთალოს რაიონისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ; N51 ავტობუსი ჭავჭავაძის გამზირის, ოთარ თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით,მიშველაძის ქუჩამდეიმოძრავებს. უკუმიმართულებისას კი აბაშიძისა და ბაზალეთის ქუჩების გავლით, ჭავჭავაძის გამზირსდაუკავშირდება, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

 

რაც შეეხება N21და N88 ავტობუსებს,ისინი საწყისი და ბოლო პუნქტებისკენსაბურთალოს რაიონის გავლით იმოძრავებენ; N85 ავტობუსი მოძრაობას ვაკის სასაფლაოს მხრიდან დაიწყებს და ჭავჭავაძის გამზირიდან ოთარ თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მიშველაძის ქუჩაზე მოხვდება; N87 ავტობუსის მარშრუტი ვაკის სასაფლაომდე იმოძრავებს და უკუმიმართულებისას, ასევე, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩების გავლით, მოძრაობას თავისუფლების მოედნისკენგააგრძელებს.

 

N83 ავტობუსითამარაშვილის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩას ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ავალიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლითდაუკავშირდება, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას, ბარნოვის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზეერისთავისა და ბაზალეთის ქუჩების გავლით მოხვდება, რის შემდეგაც, ავალიშვილის ქუჩისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მეშვეობით, მეტროსადგურ „დელისს“დაუკავშირდება.

 

მიკროავტობუსების - N32, N35, N126, N137, N170, N202 მარშრუტები ვაკის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობისას, ჭავჭავაძის გამზირიდან ავალიშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებიან, უკუმიმართულებისას კი ჭავჭავაძის გამზირს თამარაშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც დადგენილი სქემითიმოძრავებენ; N15, N44, N73 და N128 მიკროავტობუსებითამარაშვილის ქუჩის შემდეგ, მოძრაობას აბაშიძის ქუჩისნაცვლად, ვაკის სასაფლაოს მიმართულებითგააგრძელებენ. უკუმიმართულებით კი ვაკის სასაფლაოს მხრიდან თამარაშვილის ქუჩის გავლით, დადგენილი სქემითიმოძრავებენ.

 

N4 მიკროავტობუსის მარშრუტი ბარნოვის ქუჩიდან ერისთავისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, ჭავჭავაძის გამზირსდაუკავშირდება, რის შემდეგაც, ავალიშვილის ქუჩისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მეშვეობით, თამარაშვილის ქუჩიდანუკვე დადგენილი სქემითიმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ასევე, თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის გავლით, ჭავჭავაძის გამზირსდაუკავშირდება, რის შემდეგაც, თაქთაქიშვილის ქუჩით, აბაშიძის ქუჩას დაუკავშირდება და დადგენილი სქემითიმოძრავებს; N120 მიკროავტობუსის მარშრუტი მიშველაძის ქუჩას ჭავჭავაძის გამზირიდან თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლითდაუკავშირდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი