კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია
09-06-2020, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამი დაინფიცირებული მედპერსონალი ბოჭორიშვილის კლინიკიდანაა. როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, სამივეს მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია

 

 

"ჩვენს ბოქსირებულ სექტორში 54 პაციენტი მკურნალობს, აქედან კოვიდით არის 25 პაციენტი, 4 პაციენტი 18 წლამდე პირია, სამი დაინფიცირებული მედპერსონალი ჩვენი კლინიკიდანაა. ჩვენ მოგვიწია სამწუხაროდ არაადეკვატურ ერთ-ორ პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც პერსონალთან პირადი შეხება ჰქონდათ. არ გვეკარებოდა ამ დროს პოლიცია, თუმცა მე მათიც მესმის, ამ ყველაფრიდან გამომდინარე დაინფიცირდა ჩვენი სამი მედპერსონალი. 

 

 

მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უბრალოდ მაღალი ტემპერატურა აქვთ. სკრინინგის შედეგად გამოვლინდა ეს ახალი შემთხვევები.

 

 

ჩვენი ბოქსირებული კლინიკის მედპერსონალი განსწავლულია, როგორ უნდა მოიწყონ თვითიზოლაცია. ახლა მოდუნების დრო არ არის.

 

 

ვინაიდან ნაკადების იზოლირება ხდებოდა, მედპერსონალის გადადების შანსები ძალიან მცირეა. ეს სამი დაინფიცირებული ერთი ცვლის მედპერსონალია,"- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი