[ვიდეო] კახა კალაძე: „ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტი 300 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის“
10-06-2020, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერია 300 ერთეულ მიკროავტობუსს კვლავ შეისყიდის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. 

 

 

მისი თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი პროექტების დროებით შეჩერება მოუწია, თუმცა ეტაპობრივად, ყველა პროექტის განხორციელება გაგრძელდება. 

 

 

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და ბიზნესსექტორი დაზარალდა, ასევე, ზიანი მოგვადგა ჩვენ. წლის დასაწყისში ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავდით და ეს წელი ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. არსებულ ვითარებაში პროექტების დროებით შეჩერება და პრიორიტეტების გადანაწილება მოგვიწია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროექტები არ განხორციელდება - უბრალოდ დროში გადაიწევს. ყველა ტენდერის გამოცხადებას ვაპირებთ, მაგრამ ხელშეკრულებას ჯერ არ გავაფორმებთ. დაველოდებით, როგორ წარიმართება არსებული ვითარება. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოსწორდება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, შემოსავლების შემოდინება ძალიან სწრაფად მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

დედაქალაქის მერმა პრემიერ მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა, რადგან ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისის ბიუჯეტს დამატებითი ტრანსფერის სახით, თანხა გამოეყოფა.

 

 

„დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს დაახლოებით, 150 მლნ ლარზე მეტი დააკლდა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია და აისახება იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც უკვე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ისე გავაკეთებთ, რომ ცოტა მოგვიანებით დავიწყოთ. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ, იყო მიკროავტობუსების შეძენა. შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებული იყო. იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და მიკროავტობუსები ამ პოლიტიკის კომპონენტია. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს, რადგან კონსულტაციები გვქონდა და ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით, დამატებითი თანხების მიღების შესაძლებლობა მოგვეცა. ამ თანხებს მიკროავტობუსების შესაძენად გამოვიყენებთ. მუნიციპალიტეტი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ეს მოხდება პირველ ეტაპზე და შემდგომში  მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი