[ვიდეო] მოსკოვის გამზირზე არსებულ გზაგამყოფზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
10-06-2020, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მოსკოვის გამზირზე არსებული შუა ზოლის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ ტრამვაის ხაზი გადიოდა და მისი სიგრძე დაახლოებით, ორი კილომეტრია. 

 

 

„სამგორის რაიონში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიმყოფებოდი და ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდი, რომ მოსკოვის გამზირზე არსებული გზაგამყოფი მოწესრიგდებოდა და მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, თავიანთ შვილებთან, ოჯახებთან ერთად, მწვანე გარემოში დაესვენათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, მოსკოვის გამზირზე არსებულ ალეაში სარწყავი სისტემები, ველობილიკი, საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა. გარდა ამისა, ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება, გამწვანდება და დაირგვება ხე-მცენარეები.

 

 

„სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია. გარე განათების ქსელის დამონტაჟება დასრულებულია. ველობილიკისთვის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს, მთლიანად სამუშაოები კი, ძალიან მალე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

პროექტის ფარგლებში, მოსკოვის გამზირზე არსებულ ალეაში სასმელი წყლის შადრევნები და სპორტული მოედნები  მოეწყობა. განთავსდება საპარკე სკამები და ურნები. გაიშლება ნიადაგის ნოყიერი ნაზავი და დაითესება ბალახი. ასევე, დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი