იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირბადის ტარების წესის სავალდებულობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენისთვის განიხილა
11-06-2020, 17:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის (დაჩქარებული წესით) განიხილა კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

 

შემოთავაზებული ცვლილებები პირბადის ტარების წესის სავალდებულობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

 

 

საკითხის წარდგენისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

 

 

მისი განცხადებით, დღესაც მოქმედებს რეგულაციები, რომელიც გვავალდებულებს ვატაროთ პირბადე.

 

 

„ეს გამომდინარეობს იმ რეგულაციებიდან, რომელიც ჩვენ მივიღეთ 22 მაისამდე, ვიდრე გაუქმდებოდა საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ მივეცით საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება, რომ კანონისგან განსხვავებულად მოეწესრიგებინა ის საკითხები, რომელიც უნდა ყოფილიყო დროებითი ხასიათის ღონისძიებების სახით გამოყენებული, ვინაიდან პანდემიასთან და კორონავირუსთან ბრძოლა არის გამოწვევა ყველა ძლიერი სახელმწიფოსთვის, ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის. ამიტომ, ჩვენ ფეხდაფეხ გვიწევს მყისიერი სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გავუმკლავდებით კორონავირუსთან ბრძოლას. აქედან გამომდინარე, რეგულაციები მოქმედებს და სწორედ ამ რეგულაციებიდან გამომდინარე მიღებული იქნა მთავრობის დადგენილება 2020 წლის 23 მაისს, რომელიც პირდაპირ აწესებს იზოლაციის და კარანტინის წესებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ამ დადგენილებაში წერია რეგულაციები, მათ შორის ის, რომ ათზე მეტი პირის თავშეყრა სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით არის შეზღუდული, მაგალითად, როგორიც არის - ქორწილი, ქელეხი და სხვა.

 

 

„ეს უკვე მოქმედი რეგულაციაა და ასევე ის, რომ პირბადის ტარება დახურულ საჯარო სივრცეში არის სავალდებულო. დღეს, უბრალოდ ამ რეგულაციების დარღვევა ადმინისტრაციული წესით იწვევს პასუხისმგებლობას ფიზიკური პირისთვის ორი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 ათასი ლარის ოდენობით“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, 2 ათასი ლარი იმიტომ არის დაწესებული, რომ ეს რეგულაციები მიღებული იქნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

 

 

„არ ვიცოდით როგორი გავრცელება ექნებოდა ვირუსს და წინსწრებად დავუშვით შესაძლებლობა, რომ შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულიყო, თუმცა ძალიან მაღალი რისკი და ეპიდემიოლოგიური კერები კვლავ შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ, საჭირო იქნებოდა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და რაც მთავარია, პრევენციულად მოქმედება. დღეს, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა, ვინაიდან ჩვენ გადავედით ეტაპობრივად შეზღუდვების მოხსნის მიმართულებით, მიზანშეწონილად აღარ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოქალაქეები დაჯარიმდნენ მაღალი სანქციებით და 2 ათასი ლარიდან ჩამოვედით 20 ლარამდე, ისიც დახურულ საჯარო სივრცეებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ რეალურად ვამსუბუქებ არსებულ მდგომარეობას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებით ხდება მხოლოდ პირბადის საკითხის ცალკე გამოტანა.

 

 

„პირბადე პირმა უნდა ატაროს დახურულ საჯარო სივრცეში, როდესაც სერვისებს იღებს, ბანკში, სავაჭრო ობიექტებში, სადაც არის მოქალაქეთა დიდი ნაკადი და უფრო მჭიდრო სივრცეები, სადაც არსებობს ვირუსის გავრცელების რისკი. ამიტომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ზოგადად, ექსპერტების, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები და მოთხოვნებია, რომ პირბადე ასეთ სივრცეებში უნდა ატაროს მოქალაქემ. ასევე, შემოგვაქვს პირბადის ტარების სავალდებულობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილების დროს, ტაქსით გადაადგილების დროს. ღია სივრცეებში, სკვერებში და ქუჩაში გადაადგილების დროს არავის მოეთხოვება პირბადის ტარება. ამიტომ, შეცდომაში რომ არ შევიდეს ვინმე, ის შეზღუდვა, რომელიც შეეხებოდა ქორწილების გადახდას ანუ ათზე მეტი პირის შეკრებას სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით, ე.წ. ქელეხის, იუბილის, ნათლობის გადახდას, ახლა არ დგინდება, უკვე დადგენილია და ამასთან მიმართებაში, 2 ათას ლარიანი ჯარიმა ფიზიკური პირისთვის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 ათას ლარიანი ჯარიმა, ძალაში რჩება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის მუდმივი რეგულაცია, არამედ მოქმედებს 15 ივლისამდე.

 

 

კანონპროექტის თანახმად:

 

 

იზოლაციის ან/და კარანტინის წესით განსაზღვრული დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირისა − 500 ლარით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით.
ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით.

 


„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით.

 


სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის გათვალისწინებულია უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ეს ნორმა არ შეეხება პირბადის ტარების წესის დარღვევას.

 

 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მიდის კონსულტაციები იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ მუხლს დაემატოს ჯარიმაც.

მისივე თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე იქნება დაფიქსირებული.

 

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი