გიორგი გახარია: „ყველა მოქალაქემ, ტემპერატურის ან სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე, უნდა მიმართოს ექიმს, რათა COVID-19-ზე PCR ტესტი ჩაუტარდეს“
11-06-2020, 17:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, შესაბამის უწყებებს ტესტირებების გაფართოებას ავალებს, - გიორგი გახარიამ ამ თემაზე დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

 

ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციის ცირკულირებისა და ამკრძალავი ღონისძიებების შემსუბუქების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. ამ მიზნით,  ყველა მოქალაქემ, მომატებული ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს 112-ს ან ოჯახის ექიმს, რათა COVID-19-ზე ლაბორატორიულად, PCR ტექნოლოგიით კვლევა ჩაუტარდეს. 

 

 

11 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან, 4-ის წარმომავლობა ცნობილი არ არის, რაც განსაკუთრებული სიფრთხილის საფუძველია, შესაბამისად მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას საჭირო ზომების ზედმიწევნით დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. 



შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი და საბაბი ილუზიის შექმნისა, რომ ვირუსი დამარცხებულია. სამუშაო შეხვედრისას განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც ეპიდემიოლოგიური აფეთქება მეორედ მოხდა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გლობალური პანდემიის დაძლევის პროცესში ერთობლივი მოქმედებისა და საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. 

 

 

პრემიერ მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან განიხილა როგორც ცხელების კლინიკებსა და 112-ზე შესულ ზარებთან დაკავშირებული მდგომარეობა, ასევე ტესტირების მაქსიმალურად გაფართოების რესურსები. აღინიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში 18 ლაბორატორია აკეთებს PCR ტესტებს, ივლისში კი ეს რიცხვი 24-მდე გაიზრდება. დღეს ტესტირებების საშუალო დღიური მაჩვენებელი 1500-ია, უახლოეს პერიოდში ეს რიცხვი 4500-მდე გაიზრდება, ხოლო შემოდგომისთვის ტესტირების დღიური რაოდენობა 6000-8000-ს მიაღწევს.  ამ ეტაპზე, შესაძლო შემთხვევებთან ერთად, ტესტირება ჩაუტარდება მთელ რიგ ჯგუფებს, რომლებიც მთავრობის დადგენილებით უახლოეს პერიოდში განისაზღვრება. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ტესტების მარაგები პერიოდულად იზრდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას აძლიერებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი