კახა კალაძემ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
13-06-2020, 14:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

 

 

მემორიალთან დედაქალაქის მერი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

„5 წელი გავიდა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან, რომელიც ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას გვახსოვს, თუ რამდენად ტრაგიკული იყო ის ღამე. მე პირადად ვიმყოფებოდი ყველა ლოკაციაზე და მახსოვს, რამდენად უსუსურები ვიყავით სტიქიის წინაშე. ყველაფერი ჩაბნელებული იყო, ისმოდა ადამიანების ძახილი, ყვირილი, დახმარების თხოვნა, ცხოველების ხმა. დანგრეული, გაუბედურებული იყო ინფრასტრუქტურა და ყველაზე რთული, გარდაცვლილი ადამიანები, რომელთა სიცოცხლის დაბრუნებას ჩვენ ვერ შევძლებთ. მეორე-მესამე დღეს რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, როდესაც გამოჩნდა ახალგაზრდების დიდი ჯგუფი, რომელთაც ძალიან უყვართ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის მხარდაჭერით ხდებოდა სამუშაოების წარმოება, რაც ძალიან დასაფასებელია. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა მოხალისეს იმ თანადგომისთვის, რაც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენების დროს გამოიჩინეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

2015 წლის 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა მემორიალთან კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი, ასევე, საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი