გიორგი გახარია - ვუსამძიმრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც 13 ივნისს ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ, ყველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის, უდიდესი სოლიდარობისა და ერთმანეთზე ზრუნვის დღე
13-06-2020, 17:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2015 წლის 13 ივნისს დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში; რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, -  განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 13 ივნისის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ, მედიასთან.

 

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2015 წლის 13 ივნისი, საიდანაც უკვე 5 წელი გავიდა, ტრაგედიასთან ერთად, იყო ძალიან დიდი ერთიანობისა და სოლიდარობის დღე.

 

 

„ეს იყო უდიდესი სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა, გამოავლინეს უაღრესი ძალა და ენერგია - ერთსულოვნების, ერთად დგომის, ერთმანეთზე ზრუნვის. გამოავლინეს უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ჩვენ დღესაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეპიდემია, ეს არის დიდი კრიზისი, როდესაც იგივე ხარისხის ერთსულოვნება, ერთმანეთზე ზრუნვა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვჭირდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები, უნდა გვახსოვდეს ის გმირობა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს. ასე იქმნება  წარმატებული სახელმწიფოები,  ასე ყალიბდება წარმატებული და დიდი თაობები და იმედი მაქვს, ეს ის ახალგაზრდობა იყო, რომელიც სულ მალე, საქართველოს ახალი რეალობის შექმნაში მიიღებს პირდაპირ მონაწილეობას", -  აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 

 

მთავრობის მეთაური 13 ივნისის მემორიალთან თბილისის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესა და დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მემორიალთან სასულიერო პირებმა 13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი