კორონავირუსზე ტესტირება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი
15-06-2020, 15:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება და მისი ჩატარება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი, - განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

 

 

„დღეს გარკვეულად სიახლე გახლდათ ის, რომ დამტკიცდება მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც შეეხება PCR-ტესტირების და ზოგადად, ქვეყანაში ტესტირების კიდევ უფრო გაფართოებას. ჩვენ ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი თებერვალში, როდესაც ვიწყებდით, გვქონდა 27, მარტში გვქონდა 73, აპრილში უკვე ავედით 473-მდე, მაისსა და ივნისში საშუალოდ დღიურად ვართ 1500-ის ფარგლებში, რაც სერიოზული გაფართოებაა, დაახლოებით ოთხჯერადი აპრილთან მიმართებით. დღეიდან ეს პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში. რატომ?! – იმიტომ, რომ ეკონომიკის გახსნასთან და ზოგადად, შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად, მზადყოფნა ჯანდაცვის, რომ ადრეულ ეტაპზე იქნას გამოვლენილი ყველა ინფიცირებული, უფრო მეტი უნდა იყოს, ტესტირება – უფრო გაფართოებული, ანუ ადამიანებს უფრო ადვილად უნდა შეეძლოთ ჩატარება. მოგეხსენებათ, ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ დღეს, ადამიანმა ნებისმიერი ტემპერატურით, აუცილებელია, მიმართოს შესაბამის ცხელების ცენტრებს და უკვე ხვალ-ზეგ იქნება შესაძლებლობა, რომ ასევე მიმართონ 25 პოლიკლინიკურ დაწესებულებას საქართველოს მასშტაბით, სადაც მათ ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ პისიარტესტირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი