ოთარ კერესელიძე: „ამ დროისათვის ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია, დამწვარია 1 000 კვ.მ. ბაზრობის ტერიტორია
16-06-2020, 00:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე ხანძრის მთავარი კერები ლოკალიზებულია. დამწვარია დაახლოებით 1 000 კვ.მ.-ის ფართობი.

 


არსებობდა იმის საფრთხე, რომ ცეცხლი ახლოს მდებარე ბენზინგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ სახლზე გავრცელებულიყო.

 


„ამ დროისათვის ხანძარი არის ლოკალიზებული. პირველადი ვიზუალური დათვალიერებით, დამწვარი არის დაახლოებით 1 000 კვადრატი ბაზრობის ტერიტორია. ადგილზე მუშაობდა 25 სახანძრო ავტოცისტერნა, სამაშველო ჯგუფები. ამ დროისათვის დაშავებულებზე ინფორმაცია არ გვაქვს. მეხანძრე-მაშველებს მოუხდათ ძალიან რთულ ვითარებაში მუშაობა, თუმცა ხანძრის გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არის. იყო საფრთხე, რომ ცეცხლი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე საცხოვრებელ სახლზე“, განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

 

 

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი