[ვიდეო] თბილისის მერის მოადგილე სპორტული ობიექტების მშენებლობის პროცესს გაეცნო
16-06-2020, 19:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან ერთად, სამგორის რაიონში, სპორტული ობიექტების მშენებლობის პროცესს გაეცნო. 

 

 

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, დედაქალაქში ორი სპორტული ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო ოთხი სპორტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ორი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრია. 

 

 

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან სამი (ვარკეთილის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, ჭიდაობის სპორტული დარბაზი და ლილოს საცურაო აუზი) სამგორის რაიონში მდებარეობს. 

 

 

„სამგორის რაიონში, სპორტულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ. მუშაობა პანდემიამდე დავიწყეთ და ტემპი დამაკმაყოფილებელია. პროცესში ასევე, ჩართულია მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც ხარისხის კონტროლში გვეხმარება. ზოგადად, მსგავსი პროექტების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა და გვინდა, რომ აღნიშნულ პროცესში მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს. სპორტული ცენტრებით სამგორის რაიონის მოსახლეობასთან ერთად, მომიჯნავე უბნებიც ისარგებლებენ. მსგავსი ობიექტების მშენებლობა კი სხვა რაიონებშიც განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. 

 

 

ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 11 502 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. ცენტრში ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის სპორტული დარბაზი, ასევე, ტანვარჯიშისა და სპორტული ორთაბრძოლების დარბაზები განთავსდება, სადაც ძიუდოს, ჭიდაობისა და კარატეს სექციები განვითარდება, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი. 

 

 

 

 

სპორტული ცენტრი ფიტნეს დარბაზთან ერთად, ტრენაჟორების  სივრცეს, ორ საცურაო აუზს, კაფეს, სპორტული ინვენტარის მაღაზიას, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზს, სახელოვნებო სკოლას, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცეს მოიცავს. ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 11 499 998 ლარია. 

 

 

რაც შეეხება სამგორის რაიონში მდებარე დანარჩენ ორ ობიექტს, დიდ ლილოში არსებული შენობის სპორტულ დარბაზად გარდაქმნისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სახელშეკრულებო თანხა 934 353 ლარს შეადგენს. ლილოს დასახლებაში კი, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე, საცურაო აუზის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 439 439 ლარია.

 

 

სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად. 

 

 

ანდრია ბასილაიასთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა და საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი