[ვიდეო] კახა კალაძე: „მზად ვართ, შევხვდეთ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმარებით“
17-06-2020, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერია მზადაა, ვარკეთილის შერეული ბაზრობის მოვაჭრეებთან კონსულტაციები გამართოს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

 

როგორც მან აღნიშნა, დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს.

 

 

„ორი დღის წინ სამგორის რაიონში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. დაიწვა ტანსაცმელი და სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო ცეცხლის ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მეხანძრე-მაშველების გმირულმა მუშაობამ ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხა. მინდა, მათ თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო.  ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის და ჩემი მოადგილე, ასევე, სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე. დაზარალებულ ადამიანებს თანადგომას შევპირდით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

 

 

მისი თქმით, ბაზრობების დაზღვევა მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი სახის რისკი თავიდან იქნეს აცილებული. 

 

 

„გუშინ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, სადაც აღნიშნული ბაზრობა დაზღვეული იყო, განცხადებები მოვისმინეთ. კომპანიამ გამოხატა მზაობა, ყველა დაზარალებულს დანაკარგი აუნაზღაურდეს. მიმდინარეობს მოკვლევა, დაზუსტება და კომპანია გააკეთებს ყველაფერს, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. რაც შეეხება თავად დაზარალებულებს, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება. ჩვენც მზად ვართ, შევხვდეთ დაზარალებულებს, განვიხილოთ არსებული მდგომარეობა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმარებით. პრემიერ მინისტრთან მქონდა ამ საკითხზე საუბარი და მომდევნო დღეებში შეხვედრები გაიმართება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

 

 

მისივე თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიებაც და შესაბამისი სამსახურები მომხდარის დეტალებს დაადგენენ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი