[ვიდეო] თბილისის მერია „მზიურის“ ტერიტორიაზე გალერეა-მედიათეკას მოაწყობს და შემდეგ სოციალურ საწარმოს გადასცემს
17-06-2020, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახლადრეაბილიტირებულ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მუნიციპალიტეტის მერია ორ  მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს, - ამის შესახებ დედაქალქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

 

 

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური „მზიურის“ ტერიტორიაზე გალერეა-მედიათეკას მოაწყობს და ასევე, გაკეთდება საფეხმავლო ხიდი, რომელიც აღნიშნულ პარკს ზოოპარკთან დააკავშირებს.

 

 

 

 

„რამდენიმე დღის წინ დასრულდა „მზიურის“ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მუნიციპალური განვითარების ფონდს მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით ქვედა მხარეს, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ გაუბედურებული იყო. დღეს კი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე გვაქვს, სადაც ყველა თაობის ადამიანს შესაძლებლობა აქვს მივიდეს, დაისვენოს და გაერთოს. მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ პარკის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტი ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს. პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდება, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. გვსურს, მედიათეკის მოწყობა, მაგრამ ეს შენობა-ნაგებობა პატარაა. როგორც იცით, „მზიურში“ არსებობს სოციალური საწარმო - „მზიურის კაფე“. ანა გოგუაძეს და მის გუნდს აქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი - გალერეა-მედიათეკის მოწყობის. ამ პროექტს ჩვენ განვახორციელებთ, ხოლო შემდეგ, აღნიშნულ შენობა-ნაგებობას სოციალურ საწარმოს და ანა გოგუაძეს უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადავცემთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

რაც შეეხება მეორე პროექტს, დედაქალაქის მერის თქმით, მოეწყობა საფეხმავლო ხიდი, რომელიც „მზიურის“ პარკსა და ზოოპარკის ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი