[ვიდეო] თბილისში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
17-06-2020, 16:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის რაიონში, ვეკუას, ხიზანიშვილისა და ხოჭოს ტბის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნულ ქუჩებზე, რომელთა სიგრძეც ჯამში, დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს, ასფალტის ზედა ფენის დაგება უკვე დასრულებულია.

 

 

სამუშაოების ბოლო ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. 

 

 

„გლდანის რაიონში, ვეკუა-ზიხანიშვილის ქუჩაზე ძირითადი სამუშაოები დღეს დასრულდა. ეს არის ორი ცენტრალური ქუჩა, რომელთა სრული რეაბილიტაცია განხორციელდა - დაწყებული მიწისქვეშა კომუნიკაციით, დამთავრებული განათების ბოძებით და LED სანათებით. სამუშაოების ფარგლებში, ორივე ქუჩაზე ნიადაგდამჭერი ბეტონი ჩამოისხა, ასევე, გაფართოვდა ტროტუარები. ავტომობილების გადაადგილება ორივე ქუჩაზე თავისუფლად არის შესაძლებელი. დარჩენილი სამუშაოები მიკრორაიონებში შემსვლელი ქუჩების ვეკუასა და ხიზანიშვილის ცენტრალურ ქუჩებთან მიერთებას მოიცავს, ასევე, ტროტუარების მოწყობას და გაჩერებების მონტაჟს. ტროტუარებზე არსებობს გარკვეული მონაკვეთები, სადაც მოასფალტებაა საჭირო. ბოლოს უკვე საგზაო მონიშვნების დახაზვა დაიწყება. პროექტი განხორციელებულია კაპიტალურად, რომელიც ათეულობით წელს გაუძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები, საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი. 

 

 

 

 

სარეაბილიტაციო არეალში პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები ჩატარებულია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შშმ პირებისთვის პანდუსების, ასევე, ველობილიკებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის სამუშაოები, რომელიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. 

 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციას თან ახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის დაპროექტება. კერძოდ, ორივე ქუჩა დაპროექტდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედით გადაადგილებაზე ორიენტირებით. ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე მოეწყობა ე.წ. ბასლეინები, რაც მოქალაქეთა გადააადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყო. 

 

 

მიმდინარე სამუშაოები კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ, გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, გულია გოცირიძემ და ოთარ გრიგოლიამ დაათვალიერეს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი