თბილისის მერმა ამერიკის ელჩთან შეხვედრა გამართა
22-06-2020, 17:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო  და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

 

 

შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო დაგეგმილ და  სამომავლო პროექტებს.

 

 

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ საქართველო-აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობასა და პარტნიორობაზე, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, თუ რა პროექტები შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მიმართულებით და სად და რაში შეიძლება დაგვეხმარონ საერთაშორისო ორგანიზაციები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის როლს, სწორ და დროულად გადადგმულ ნაბიჯებს, რაზეც ქალაბტონმა ელჩმა მადლობა გადაგვიხადა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო  და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

 

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა იმ შესანიშნავ თანამშრომლობაზე, რაც ჩვენსა და ქალაქ თბილისს შორისაა; შეხვედრისას ასევე, ვისაუბრეთ ღია მმართველობის პარტნიორობაზე, რომელშიც თბილისი მონაწილეობს, შევეხეთ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ინიციატივას, რომლის მიზანიც  თბილისში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მერიის გუნდის დახმარებაა. ჩვენ მოუთმენლად ველით მერთან და ქალაქ თბილისთან თანამშრომლობის გაგრძელებასა და მრავალ ინიციატივაზე მუშაობას. მართლაც, შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს  და ძალიან მიხარია, რომ მომეცა მერთან შეხვედრის შესაძლებლობა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 

შეხვედრაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი