[ვიდეო] დეველოპერული კომპანია „m2“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას დაასრულებს
23-06-2020, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას დაასრულებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

 

 

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და „m2“-ის გენერალურ დირექტორ შოთა ბერეკაშვილთან ერთად დაესწრო. 

 

 

„მინდა, მივულოცო 400-მდე ოჯახს, რომლებიც 12 წლის განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელს ელოდებოდა. ესენი არიან სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებული ოჯახები. აღნიშნული პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა მერიაში, პირობა მივეცით მოსახლეობას, რომ მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა ექნებოდა ჩვენი მხრიდან იმ ოჯახებს, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის მიერ არიან დაზარალებული.  პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, იყო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები, ეს კი მეორე ასეთი პროექტია, რომლის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით 400-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ და ვიზიარებ ამ ადამიანების სიხარულს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, გვაქვს შემდეგი გამოწვევები: „ცენტრ პოინტს“ 6 000-ზე მეტი ოჯახი ყავს დაზარალებული და ეს პრობლემა ათეულობით წელია არსებობს. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტსაც ბოლომდე მივიყვანთ და ყველა ოჯახს გავაბედნიერებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

 

 

 

 

12-წლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ საცხოვრებელ ფართებს მიიღებს. „m2“ მზადაა, სამშენებლო სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს. კერძოდ, მშენებლობა კორექტირებული პროექტის შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყება. პროექტი სამი წლის ვადაში განხორციელდება. 

 

 

დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობების დასრულების მიზნით, თბილისის მერიამ არაერთ საჯარო შეხვედრას უმასპინძლა, სადაც დეველოპერებმა მსგავსი ტიპის მშენებლობების შესახებ ზოგადი ინფორმაცია და რამდენიმე შეთავაზებაც მიიღეს. პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ „ოლიმპიური ვარსკვლავისა“ და დაზარალებულ მობინადრეთა წარმომადგენლებიც.

 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ „m2 ჯგუფსა“ და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, „m2“-მა მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ შეჩერებული პროექტებიც გადაიბარა. მირცხულავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. 

 

 

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და „m2 ჯგუფის“ მიერ სრულად ფინანსდება. 

 

 

თბილისის მერიასა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი