ქალი, რომელსაც კორონავირუსი ყარაჯალაში დაუდასტურდა, თბილისში, დიდუბის ბაზარში მუშაობდა
23-06-2020, 19:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალი, რომელსაც კორონავირუსი ყარაჯალაში დაუდასტურდა, თბილისში, დიდუბის ბაზარში მუშაობდა, - განაცხადა დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა.

 

 

მისივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ 63 წლის ქალბატონს სოფელში ბევრი კონტაქტი არ ჰქონია და სამი პირი მოძიებულია.

 

 

მისივე განმარტებით, ქალი რაიონში ორი დღის წინ შვილთან, შვილიშვილთან და სიძესთან ერთად რელიგიურ რიტუალზე დასასწრებად ჩავიდა. 

 

 

„ყარაჯალაში ჩასვლის შემდეგ, იმავე საღამოს ქალმა თავი ცუდად იგრძნო და მეორე დღეს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა. დააწვინეს სტაციონარში და მოხდა სინჯის აღება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. რადგან ქალი თბილისში ცხოვრობს, კონტაქტები ყარაჯალასთან არ იკვეთება. მოძიებულია სამი კონტაქტი, მათ უკვე აუღეს სინჯები და გადაყვანილი არიან საკარანტინო ზონაში. ქალი მუშაობს თბილისში, ეს ინფორმაცია გადაცემულია და იქ გააგრძელებენ ეპიდკვლევას. რაც შეეხება თელავის რაიონულ საავადმყოფოს, კლინიკაში მონიტორინგი მკაცრად ხორციელდება, ხომ არ მოხდა პირადი ჰიგიენის დარღვევა“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

 

ინფიცირებული ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი