[ვიდეო] ვარკეთილის ხევში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
24-06-2020, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

 

 

როგორც მან აღნიშნა, პარკის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით, 3 ჰექტარს მოიცავს, პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა.

 

 

„სამგორის რაიონში არსებული ვარკეთილის ხევი რეკრეაციული სივრცის განვითარების თვალსაზრისით, საინტერესოა. აღნიშნული ტერიტორია, დაახლოებით, 3 ჰექტარს მოიცავს. საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ვფიქრობთ, რომ სრული პროექტი დაახლოებით, ერთ თვეში გვექნება და უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. გამოვაცხადებთ ტენდერს, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს. პარკი პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა. ტერიტორიაზე საჩრდილობლებით მოსასვენებელი სივრეები, დატვირთული ატრაქციონებით საბავშვო მოედნები, ასევე, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, სკეიტ პარკი და გადმოსახედი ბაქანი მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

 

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდიც. პარკის ტერიტორია შეივსება ახალი ხე-მცენარეებით და გაჩნდება საპიკნიკე არეალები. 

 

 

„ვფიქრობთ, რომ პროექტის დაწყება ზაფხულის ბოლოს უკვე შესაძლებელი იქნება.  ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას და დამთავრდა ის დრო, როდესაც სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა მშენებლობები. სრული პასუხიმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში ეს არ მოხდება. არ დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეები და სპოტული მოედნები კორპუსების, ოფისების თუ სხვადასხვა დანიშნულების მშენებლობებს შეეწიროს. ჩვენ ქალაქში გვაქვს საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ დეველოპერები განვითარდნენ და განახორციელონ დაგეგმილი პროექტები, თუმცა ეს არ და ვერ მოხდება რეკრეაციული სირცეების ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი