პრემიერ მინისტრმა NCDC-ის და ლუგარის ცენტრის თანამშრომლებს ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვისთვის გაწეული ფასდაუდებელი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა
24-06-2020, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვისთვის გაწეული ფასდაუდებელი სამუშაოსთვის მადლობას უხდის. მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში იმყოფებოდა.

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრისას, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა NCDC-ის უდიდეს წვლილს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ სწორედ ცენტრის დამსახურებით, საქართველომ, ჯერ კიდევ პანდემიის გამოცხადებამდე, მნიშვნელოვანი პრევენციული ზომები გაატარა. პრემიერის შეფასებით, ცენტრის თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და უდიდესი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ქვეყნის ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლირებადია, რამდენადაც კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში - ეპიდზედამხედველობაში, კონტაქტების გამოკვლევაში, ლაბორატორიულ დიაგნოსტირებაში, კოორდინაციაში საკვანძო როლს სწორედ NCDC-ი ასრულებს.

 

 

პრემიერი ასევე გაეცნო ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მუშაობის ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოში აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნა და 2013 წლის მაისში მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადასცა.

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ პრემიერ მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ კვლევების, მათ შორის COVID-19-ის კვლევების შესახებ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის ტარდება. ლუგარის ცენტრმა COVID-19-ის კვლევები 30 იანვრიდან დაიწყო. ტესტირების გაფართოებასთან ერთად დიაგნოსტირებაში ჩაერთო 18 ლაბორატორია. თუ მარტში დღიურად 73 კვლევა ტარდებოდა, ზაფხულის პერიოდში ტესტირება გაფართოვდება და აგვისტოში ეს რიცხვი 4 000-ს მიაღწევს, ხოლო შემოდგომისთვის, დღეში 10 000-მდე ნიმუშის ტესტირება იგეგმება.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიის საქართველოში არსებობა ქვეყანას აძლევს საშუალებას, ეფექტიანად შეძლოს სხვადასხვა საშიში დაავადების დიაგნოსტირება და ეპიდზედამხედველობა, რიგ შემთხვევაში კი - რეგიონში ექსკლუზიურადაც. გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლის მხარდაჭერის შედეგად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი დღეს წარმატებით ფუნქციონირებს.

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიღებული დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილებებისთვის, რომელთა შედეგია ის, რომ COVID-19-თან ბრძოლაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები სამაგალითოა როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი