კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცულ ტერიტორიებს პანდემიის პირობებში დაუბრკოლებელი ფუნქციონირებისთვის 4 160 000 ლარის მოცულობის მხარდაჭერას აღმოუჩენს
24-06-2020, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კავკასიის ბუნების ფონდსა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცულ ტერიტორიებს  გრანტის  სახით 4 160 000 ლარის ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

 

 

„პანდემიის პირობებში, უცხოელი ვიზიტორების შემცირების ფონზე, კავკასიის ბუნების ფონდის მხრიდან მხარდაჭერა დროული და მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიო ტურისტულ სფეროზე. რთული ვითარება შეიქმნა ჩვენს დაცულ ტერიტორიებზეც, შემცირდა უცხოელი ვიზიტორების ნაკადი, რომელიც შემოსავლის ძირითადი წყაროა. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამუშაო შეუფერხებლად წარიმართოს. გერმანიის მთავრობის მხრიდან ჩვენ ვიღებთ გრანტს, რომელიც უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა და მიმდინარე წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საოპერაციო ხარჯების დაფარვაში დაეხმარება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

„პანდემიის შედეგად, ქვეყანაში ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად, კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაფინანსების გაზრდის შესახებ, რათა მოხდეს დაცული ტერიტორიების დაცვის, ტურისტების ჩამოსვლის, ასევე ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ძირითად სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა“, - განაცხადა CNF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ.

 

 

ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეკოტურიზმიდან შემოსავლების შემცირებამ, საფრთხის ქვეშ დააყენა დაცული ტერიტორიების სააგენტოს უწყვეტი და ეფექტიანი ფუნქციონირება. შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიერ საერთაშორისო დონორებთან დროული  და კონსტრუქციული მუშაობის შედეგად, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ სააგენტო მიიღებს გრანტს, რომლის ფარგლებში მოხდება ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებების დაფინანსება, როგორიცაა საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის აუცილებელი საოპერაციო ხარჯები, რეინჯერთა ხელფასები და მათი აღჭურვილობა.

 

 

საგრანტო ხელშეკრულებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინიმ და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ მოაწერეს ხელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი