გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 18 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა
24-06-2020, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 18 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. 

 

 

თბილისის მერის თქმით, ამ საცხოვრებელ ფართებში მცხოვრები ოჯახები ბინების დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. 

 

 

“ეს ის ფართებია, სადაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ვერ ახერხებდნენ ბინების დაკანონებას. 2017 წელს, ჯერ კიდევ  ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ შევქმნიდით სპეციალურ პროგრამას და პროექტის სახით განვახორციელებდით ამ ფართების დაკანონებას. სწორედ ამ პროექტის თანახმად  გადაეცათ დღეს  ამ ოჯახებს  საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად. ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ პროექტს. მივმართავ ყველა იმ ოჯახს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართოს ადგილობრივი რაიონის გამგეობას, სადაც მათ აუხსნიან, ზუსტად რა საბუთები უნდა წარმოადგინონ  ბინების დასაკანონებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

თბილისის მერის ინიციატივით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ. 

 

 

პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე 900-მდე ოჯახს დაუკანონდა. მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 

 

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, ირაკლი თავართქილაძე, ნაძალადევისა და გლდანის რაიონების გამგებლები - ირაკლი ხელაძე და ბექა მიქაუტაძე, ასევე, დედაქალაქის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი