კახა კალაძე: „ორბელიანის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა - შეეცადნენ, მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ“
25-06-2020, 12:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომია განთავსებული. მიწისქვეშა პარკინგი ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო.

 

 

თბილისის მერი ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიუჟეტში ნაჩვენები იყო არა მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი პარკინგი, არამედ კერძო საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა ავტოსადგომი.

 

 

„გუშინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, სადაც საუბარია მიწისქვეშა პარკინგზე. გაისმა ბრალდება თითქოს, ის პარკინგი, რომელიც მუნიციპალიტეტმა ორბელიანის მოედნის რეკონსტრუქციის ფარგლებში მოაწყო, მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა, წარმოადგინეს სხვა ავტოსადგომის მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს მივუთითე, ეშლებოდათ, სიუჟეტი მაინც ისე მოამზადეს, როგორც სჩვევიათ. შეეცადნენ, მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ. ისაუბრეს აბსოლუტურად სხვა პარკინგზე, რომელიც კერძო საკუთრებაშია. საუბარი იყო ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტის გვერდით, „პირიმზის“ საკუთრებაში არსებულ მიწისქვეშა პარკინგზე. სიუჟეტში კი უთითებდნენ იმაზე, რომ პარკინგი, სადაც ჩვენ ფული დავხარჯეთ, გაუბედურებული და გაპარტახებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ორბელიანის მოედანზე, ფხოვისა და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსებული ავტოსადგომის ფართობი 5 700 კვადრატული მეტრია. სადგომი თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს, აღჭურვილია უსაფრთხოების (სახანძრო, ვიდეო-მეთვალყურეობა) და წვდომა-აღრიცხვის სისტემებით, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტოსადგომის მშენებლობის ღირებულებამ 9 მლნ ლარი შეადგინა.

 

 

პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია გასული წლის ივნისში დასრულდა. აღნიშნულ ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 20-დან ათი შენობა ხელახლა აშენდა. შენობების გარდა, სრულად განახლდა შიდა ეზოები. ძეგლებზე აღდგა ყველა არქიტექტურული და მხატვრული დეტალი, რესტავრაცია ჩაუტარდა გადარჩენილ ნაწილებს, განახლდა რკინისა და ხის ნაკეთობები. გარდა ამისა, შენობებზე დამონტაჟდა დეკორატიული განათება. რეაბილიტაციის ამ ნაწილის ღირებულება 45 მლნ ლარია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი