გიორგი გახარია: „საქართველოში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა არ მიუღია“
26-06-2020, 16:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემებმა კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევას ვერ გაუძლო. უამრავი ევროპული ქვეყანა იყო, რომლის ჯანდაცვის სისტემამაც სტაციონარული მკურნალობა ინფიცირებულ ადამიანს ვერ მიაწოდა და ბინაზე მკურნალობის რეკომენდაციებს გასცემდა,  - აღნიშნულის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

 

 

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა არ მიუღია.

 

 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, საყოველთაო ჯანდაცვიდან და ელემენტარული სოციალური დახმარების პროგრამებიდან გამომდინარე, მინიმალური ცხოვრების პირობები და ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობები შევუქმნათ. ყველამ კარგად ვიცით, რომ სოციალური დაცვის სხვადასხვა ინსტრუმენტი მუდმივი კრიტიკის საგანია, ხშირ შემთვევაში ობიექტურიც, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის მიმართულებაა, რომელზეც თანმიმდევრული, მდგრადი, ყოველდღიური და ყოველწლიური განვითარება, ღარიბი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, უკიდურესი გამოწვევაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში საყოველთაო ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სიტემაში ბოლო წლებში გატარებული რეფორმების აშკარა მატერიალიზება მოხდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემებმა ამ გამოწვევას ვერ გაუძლო. მარტივი მაგალითი მინდა მოვიტანო. საქართველოში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა არ მიუღია. უამრავი ევროპული ქვეყანა იყო, რომლის ჯანდაცვის სისტემამაც სტაციონარული მკურნალობა ინფიცირებულ ადამიანს ვერ მიაწოდა და ბინაზე მკურნალობის რეკომენდაციებს გასცემდა. ეს არის ის სისტემური შედეგი, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ბოლო წლების რეფორმის შედეგად მიიღწა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა მდგრადი იყოს და ყოველდღიური პროგრესირება და განვითარება შეეძლოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი