გიორგი გახარია: „აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული, სამინისტროს თანამშრომლები გაწეული შრომისთვის მადლობას იმსახურებენ“
26-06-2020, 19:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული, სამინისტროს თანამშრომლები გაწეული შრომისთვის მადლობას იმსახურებენ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენის დროს.

 

 

 

„დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ  აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული, ამას საერთაშორისო შეფასებებიც მოჰყვა და  FAO-მ საქართველოს პრაქტიკა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესოდ“,- აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიღწეულ შედეგებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის კუთხით 2019-2020 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა.

 

 

„დღეს ანგარიშში აღინიშნა რამდენიმე მიმართულება, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო. დასავლეთ საქართველოში მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლა შედეგიანად დასრულდა. ეს გამოწვევა დავძლიეთ. ფერმერებს მიეცათ საშუალება სოფლის მეურნეობის საქმიანობა წარმატებით განახორციელონ. საქართველოში კვლავ წარმატებული იქნება მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე თხილის წარმოების და გადამუშავების მიმართულება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი