„თავისუფლების ინსტიტუტი“ გენდერული კვოტების შემოღებას ეწინააღმდეგება და საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში მის გასაჩივრებას გეგმავს
27-06-2020, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თავისუფლების ინსტიტუტი“ გენდერული კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„თავისუფლების ინსტიტუტი“ ეწინააღმდეგება გენდერული კვოტების შემოღებას და საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოში მის გასაჩივრებას.

 


„ქართული ოცნების“ ინიციატივის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიების საარჩევნო სიების შედგენისას სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს სიის გენდერული შემადგენლობა.

 


„თავისუფლების ინსტიტუტი“ თვლის, რომ ეს ინიციატივა არა მარტო არ უზრუნველყოფს ქალთა გაძლიერებას, არამედ აზიანებს დემოკრატიის, თანასწორობისა და სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს.

 


კვოტები თავისი არსით არადემოკრატიულია და ამომრჩევლის იძულების მექანიზმს გულისხმობს. არჩევით თანამდებობებზე კვოტის შემოღებით მივდივართ წინააღმდეგ დემოკრატიული პროცესის და დემოკრატიის პრინციპებისა, რომლის ქვაკუთხედია ამომრჩევლის ნება და უფლება აირჩიოს თავისი წარმომადგენლობა.

 

 

კვოტა თავის თავში გულისხმობს, რომ ინდივიდუალურ დამსახურებაზე უპირატესად ვაღიარებთ ჯგუფურ მიკუთვნებულობას.

 

 

ამის გარდა, გენდერული კვოტა ეფუძნება თანასწორობის ყალბ გაგებას და ნამდვილი თანასწორობისგან მხოლოდ გვაშორებს. კანონპროექტის მიზანი თუ საზოგადოებაში უთანასწორობის აღმოფხვრაა სოციალური ინჟინერიის მეშვეობით, კვოტირების სისტემა, მიუხედავად მისი „კეთილი განზრახვისა“, არ ემსახურება ამ მიზანს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი