ილია მეორე: დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი... უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს
28-06-2020, 13:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შვილებს უნდა ასწავლოთ, გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს სულს ეშმაკს, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

 

 

ილია მეორეს თქმით, ღვთის სასუფეველი არის მარადიული და ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სასუფევლის მკვიდრი გახდეს.

 

 

„ჩვენთან არს ღმერთი!

 


ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. დღეს სახარება გვეუბნება ჩვენ იმის შესახებ, თუ რა არის მთავარი. ადამიანმა უნდა იფიქროს, ცხოვვრებაში მთავარი რა არის, რა არის მარადიული და რა არის დროებითი.

 


სასუფეველი ღვთისა არის მთავარი, მარადიული, დაუსრულებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მკვიდრნი გავხდეთ სასუფევლისა.

 


ჩემი სტუდენტობისას ერთი შემთხვევა იყო: მოიტანეს სასულიერო აკადემიაში ფილმი და დარბაზში აჩვენებდნენ მას. მრავალი სტუდენტი დაავადებული იყო გრიპით, მაგრამ მაინც წავიდნენ კინოდარბაზში ფილმის სანახავად. მეც სიცხე მქონდა და არ წავედი. ჩვენი საძინებელი დიდი დარბაზი იყო და დავრჩით აქ 2 სტუდენტი. საოცარი რამე მოხდა: მე კარგად ვიცნობდი იმ სტუდენტს, თუმცა ამიტანა შიშმა; ვეკითხებოდი ჩემს თავს, რის შიში გაქვს, რატომ გეშინია? მეშინოდა იმ სტუდენტისაგან. მან მკითხა: თერმომეტრი სად არისო? მე ვუჩვენე და სულ ვნატრობდი, რომ მალე დაბრუნებულიყვნენ ჯგუფელები. მოვიდნენ და დავმშვიდდი.

 


დილით რომ გავიღვიძეთ, ის სტუდენტი არ იყო ადგილზე. გავიდა სტუდენტი კორიდორში, სადაც იყო ჩამოკიდებული პალტოები და საშინელება ნახა, - ის სტუდენტი, რომლისაგან მე მეშინოდა, პალტოების დასაკიდებელზე ეკიდა ჩამომხრჩვალი. ე.ი მას ჰყავდა დაპატრონებული ეშმაკი და ეშმაკი მაშინებდა მე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

 


აი დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი. რომ გეკითხა, რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყოდა, ეშმაკი სდევდა. გალაკტიონს აქვს გამონათქვამი, ბავშვობიდან თავის მოკვლა მინდოდაო; იმ ძალამ იმდენი სდია, იმდენი ეცადა, რომ მანაც მოიკლა თავი.

 


ღმერთმა ყველა დაიფაროს!

 


როგორც კი მოვა ესეთი აზრი, უნდა წავიდეს ადამიანი მოძღვართან და აღსარებაში უნდა უთხრას, აღსარების საშუალებით განიდევნება ბოროტი.

 


გალაკტიონმა არ გააკეთა ეს, მაგრამ გალაკტიონს ჰქონდა სულიერი გადახრები. გახსოვთ, ტერენტი გრანელი რას ამბობს, გალაკტიონშია დემონიო და ჩემში ანგელოზიო.

 


ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავის ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს.

 


ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ღმერთმა დაგვიფაროს.

 


ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე დროს, რთულ დროს. უნდა გქონდეთ სახლში ნაკურთხი წყალი, ნახშირი, საკმეველი და აუცილებლად ყოველდღე უნდა ასხუროთ თქვენი საწოლი, თქვენი ოთახი, ეზო, უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით და დააკმიოთ საკმეველი.

 


ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და საქართველოს მფარველი.

 


ჩვენთან არს ღმერთი!“- ბრძანა პატრიარქმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი