„ვერანაირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას“ - ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
30-06-2020, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ თბილისის ყოფილ იპოდრომთან დაკავშირებით წარმოქმნილ გაუგებრობას განცხადებით ეხმიანება.

 

 

ფონდის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

 

 

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ეხმაურება რამდენიმე მედიასაშუალების მხრიდან ხელოვნურად წარმოქმნილ აჟიოტაჟს თბილისის ყოფილ იპოდრომთან დაკავშირებით, რომლის მიზანი, ჩვენი აზრით, ფონდის და მისი დამფუძნებლის მიმართ არაჯანსაღი საზოგადოებრივი განწყობების შექმნაა.

 

 

მოგეხსენებათ, ფონდი „ქართუ“, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და შემომწირველი ბიძინა ივანიშვილის ოჯახია, 20 წელზე მეტია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფუნქციონირებს.

 

 

ამ დროის მანძილზე, ფონდის ხელშეწყობით ასეულობით საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა და პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების გარდა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები არავის გასჩენია.

 

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფონდის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ეს ფაქტი, მსოფლიო ბანკის მიერ „დიდ ოთხეულად“ რანჟირებული, უმაღლესი საერთაშორისო სანდოობის აუდიტორული კომპანიების ყოველწლიური ანგარიშებით არის დადასტურებული.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე აჟიოტაჟის ინიციატორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები თავადვე აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიცირებულ, უსაფუძვლო კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება ფონდს არ გააჩნია, თუკი ვინმეს დარჩა დამატებითი კითხვები ფონდში აკუმულირებული თანხების წარმომავლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.

 

 

დასასრულ, ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ვერანაირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი